 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 15 სექტემბერი, 2013 |
ბარის ბოლო კუთხეს ერთი ლამაზმანი დავლანდე, ასე ოცდაორი წლისა, ჭაღარას მივაფურთხე, სიცხვილიც დავივიწყე ძაღლივით მივუცუცქდი ნაყოფს ხის ანწლისას. “სადღაც მინახიხართ, ვიცნობთ ერთმანეთს? – ვეკითხები, გუშინ გაგიცანით, ან იქნებ გუშინწინა? ან ეგებ სიზმრად დამესტუმრედ, ღვინის სავსე ბოკლით გიზგიზა ბუხრისწინა?” პასუხს ვიღებ ყინულ-გამოხედვას, ღიმილს სარკაზმისას, იფიქრა ალბათ, რამ გადარიაო ეს ჭაღარა კაცი, მის თვალთ ბერიკაცი! მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო ჩემს მჭოლ მზერას და ღიმილი მიძღვნა იმ წუთს უწონადი.
“შეიძლება შევხვედრილვართ კიდეც, ოღონდ სხვა ცხოვრებას ვგონებ, ორნივ ოცი წლისა ალბათ ერთად ვიქნებოდით, მე, თქვენ დამპატიჟეთ ვალსზე საცეკვაოდ, მაშინ ალბათ ასე ვერთობოდით”. იყო პასუხი ბარის ლამაზმანის, ცივი შხაპივით რომ თავზე გადამევლო - “ალბათ შემეშალეთ, მართლაც სხვასთან მქონდა, იმ დღეს გულის პაემანი რვაზე დანიშნული. სხვა გზით მივდიოდი, აქ არ უნდა შემომევლო, ვგონებ დროის მანქანა უშნოდ გამეხუმრა, მაგრამ მართლა ძალზედ ჰგევხართ იმ ლამაზ გოგონას, ოცი წლის წინ რომ საღამო გამიხუნა. გთხოვ რომ მაპატიო, ჩემო მშვენიერო, ჩემი თავხედობით, თავი შეგაწყინე, წავალ მე ჩემს გზაზე, სახლს თავს შევაფარებ, ანდა სულაც ვინმეს შევაგინებ”.
“არა, არ ღის ვინმეს შეგინება, და არც ნაწყენი ვარ თქვენ არც თავხედობით, უბრალოდ იმან გამაოცა, რომ ამ ბოლო დროს, არვის მოუმართავს ასე გალანტობით. შემიფარებთ თქვენს ბუდეში ამ წვიმიან ღამეს? თუ უბრალოდ სახლამდე მიმაცილებთ? არაფრის მოგერიდოთ, აქვე მიპასუხეთ, გამიმხილეთ ის ფიქრები, სანამ მომაგნებდით”.
“კარგი წავიდეთ ამ წვიმიან ღამეს, თავი შევაფაროთ ჩემს ცარიელ ბუდეს, მერე თუგინდ ცა თავს გადმოგვემხოს, ზეცა სულ დადუმდეს, ან საშინლად ქუხდეს”!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვაიმე, ლევან, რა საყვარელი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!! <3 რა საოცარი ემოციით დაგიწერია :) <3 ვაიმე, ლევან, რა საყვარელი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!! <3 რა საოცარი ემოციით დაგიწერია :) <3
2. გარკვეული მონაკვეთები მომეწონა.. უმეტესი არა. ხმამაღლა კითხვისას მგონია, რომ რამდენიმე ადგილზე რიტმი "უკვალოდ" ქრება)) წარმატებები გარკვეული მონაკვეთები მომეწონა.. უმეტესი არა. ხმამაღლა კითხვისას მგონია, რომ რამდენიმე ადგილზე რიტმი "უკვალოდ" ქრება)) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|