მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
იადონი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2026
* * *
შენ არ იცი, ხო ნამდვილად არ იცი,
თუ ამ სულში რა ვაება ტრიალებს
დრო წასული და წარსულის ლაქები
თუ ორივეს როგორ გაგვატიალებს
თვალებს ვხუჭავ მომინდება ნათელი
ისევ ვახელ მაგრამ გული მძვინვარებს
რომ უშენოდ სიზმარშიც კი იცოდე
ირგვლივ მხოლოდ მარტოობა ტრიალებს
რა მოხდება მერე? არა! არ ვიცი
გული ცუდს და მარტოობას მანიშნებს
დრო მოვადა მეღირსება ნათელი
მომავალიც მე უშენოდ მაშინებს
უშენობა ამრევია ცრემლთათვის
ნაღველს ფანტავს ნეტარება ფარული
რქაწითელი ალამაზებს გონებას
კახური ხომ სიტკბო არის ღვთიური
მაგრამ მაინც უფალს შევთხოვ შენდობას
ლოთობაც ხომ ცოდვა არის კაცისა
და ამ ცოდვის მიწერია მონობა
უშენოდ ხომ არც მიწის ვარ არც ცისა
მე უშენოდ ამრევია გზაკვალი
და უშენოდ არაფერი არ მინდა
არ გატყუებ მირჩევნია მართალი
რომ უშენოდ ეს ცხოვრებაც არ ღირდა
მაგრამ რადგან უკვე არც ღირს გარჩევა
თუ ვინაა მტყუანი თუ მარტალი
შენი გზა გაქვს! მე კი ვიცი უბრალოდ
შენი ღირსი რომ ამ ქვეყნად არ დადის
ბრალს არა გდებ, არა! ვფიცავ ძვირფასო
არასოდეს მივატოვებ ოცნებას
მომავალში რომ გახდები იმისი
ვინც უტუოდ კარგო დაგემონება..
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კარგია, მაგრამ მოკითხვის ბარათს გავს.
კარგია, მაგრამ მოკითხვის ბარათს გავს.
მუხა.
2026-06-14 00:25:29
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
14.06.2026 06:43:10