 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 18 სექტემბერი, 2013 |
თავი III საღამო იყო, მზე დასავლეთისკენ გადახრილიყო და გომბორის მთებში ჩასვლას ლამობდა, ალაზნის ველი სისხლისფრად ანათებდა, თითქოს მომავალ ბრძოლას გრძნობსო. -შიკრიკი მოვიდა. - დაუძახა დავითს სოლომონმა. დავითმა მგზავრობისგან დაქანცული შიკრიკი კარავში შეიყვანა და ცოტაოდენი ღვინით გაუმასპინძლდა. -თავადმა ჩოლოყაშვილმა გამომგზავნა, თქვენთან სათქმელი დამაბარა. - დაიწყო შიკრიკმა. -გისმენ. -ხვალ თურქმანების სოფელს უნდა დაესხათ თავს, ხვალზევით კი ალავერდის ციხისკენ გაემგზავროთ, ტყის გავლით უნდა იაროთ, იქ დანარჩენ ჯარს შეუერთდებით. მე აქ დავრჩები და თქვენთან ერთად ვიბრძოლებ. -სოლომონ, ყველა მეომარს დაუძახე. - თქვა დავითმა და თავი ხელებში ჩარგო. მებრძოლები და რამოდენიმე ბიჭი კარავთან მოვიდნენ. -ხვალ დილით თურქმანებს დავესხმებით, მერე ალავერდს მივდივართ, ღვთისმსახურება კვლავ აღსდგება წმინდა ადგილას. - დაიწყო დავითმა - ხანძრის გასაჩენი იარაღები რამდენი გვაქვს სოლომონ? -18 ზეთიანი ქოთანი და ორმოცდაათამდე ჩირაღდნიანი ისარი. -ბრძოლის გეგმა ესეთია. თავს რომ დავესხმებით თურქმანები ალავერდის ციხისკენ გაიქცევიან ან სხვა სოფლებისკენ, გზა იქამდე ძალიან დიდია, ცხენები დასჭირდებათ, არ უნდა მივცეთ გაქცევის საშვალება. პირველად მშვილდოსნები და ბიჭები დაიწყებენ ბრძოლას. ბიჭებო ქოთნებს ცეცხლი მოუკიდეთ და თავლები გადაწვით, შემდეგ კი გამოიქეცით და ტყეში დაიმალეთ. მშვილდოსნებმა ანთებული ისრები სახლებს ესროლეთ, შემდეგ კი ჩრდილოეთისკენ წადით და გზაზე ჩაუსაფრდით, ვინც კი გაქცევას მოახერხებს, თქვენ მოუღებთ ბოლოს. მშვილდოსნებს ჩირაღდნიანი ისრები რომ გამოელევათ, ცხენოსნები შევუტევთ, ცხენები არ გააჩეროთ, მტერი ჩვენზე ბევრი იქნება და მაგ შემთხვევაში მოგვერევიან, ჭენების დროს ვისაც ხმალს გავკრავთ ამოვხოცავთ ყველას. ცხენოსნებს უკან ქვეითები გამოგვყვებით და დარჩენილებს შეებრძოლებით. მშვილდოსნებამდე რომ მივაღწევთ უკან აღარ გამოვეკიდებით, სხვა სოფლის თურქმანები თუ შეუერთდნენ ვეღარ მოვერევით. ბრძოლა რომ დამთავრდება ტყეში წამოვალთ, დაჭრილებს მივხედავთ და ხვალზევით ალავერდისკენ დავიძვრებით. -ეხლავე დავიძრათ, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ სოფელთან. - თქვა სოლომონმა. -დავიძრათ. ღმერთი გვფრავდეს. - გასძახეს ერთხმად და გზას გაუდგნენ. გათენდა დილა, კავკასიონიდან მზის პირველი სხივები გამოკრთა, დადგა ჟამი დიდებული აჯანყებისა. ყველა მებრძოლს გული ძლიერ უცემდა, ამ დღეს ხომ წლები ელოდნენ, ელოდნენ თავისუფლებას. სასტიკი იყო შურისძიება. თურქმანების მთელი სოფელი წუთებში გადაწვეს, ამოხოცეს ყველა ვისაც ხელში იარაღი ეჭირა. ჭერმისწყალი სისხლისგან გაწითლებული მიედინებოდა ალაზნის ველზე. თუმცა ბრძოლას თავისი საფასურიც ჰქონდა, ოთხმა ქართველმა მეომარმა სამუდამოდ დახუჭა თვალები, იყვნენ მძიმედ დაჭრილებიც, მათ შორის დავითიც. მებრძოლები ტყეში დაბრუნდნენ, არ იყო სიხარულის შეძახილები, დანაკლისი დიდი იყო და ყველამ იცოდა რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დავითი კარავში გადააწვინეს, მარცხენა ფეხის ბარძაყზე ხმლით ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. -ეხლავე გადაგიხვევ - უთხრა სოლომონმა და ჭრილობის გადახვევა დაიწყო. -არ შეგეცოდო, მთელი ძალით გადამიჭირე. -ხუმრობ კიდეც? -სახუმარო რა მაქვს?! ხვალ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ზეგ კი სახელოვანი ბრძოლა იქნება, აი ნახავ ეს ამბავი სამუდამოდ ემახსოვრებათ. -ბრძოლა ჩვენ გველის, შენ დაისვენე, ხვალ ვერ წამოხვალ და ვერ იბრძოლებ, მერეც გამოგვადგები. ეს ომი, გული მიგრძნობს, ასე უცბად არ დამთავრდება. -არა, მეც მოვდივარ! -ვერ წამოხვალ, გზას ვერ გაუძლებ, გინდაც გაუძლო ომში სისხლისგან დაიცლები. -წამოვალ მეთქი, ესეა საჭირო. -ბავშვივით ნუ იქცევი, ქეთევანზე იფიქრე, შენი სიკვდილი მას რას არგებს?! -სწორედ ქეთევანზე რომ ვფიქრობ მაგიტომ მოვდივარ. -შენ დღეს გვასახელე, შენი გეგმა რომ არა ყველას ამოგვხოცავდნენ. მძიმედ ხარ დაჭრილი, ჩოლოყაშვილს კარგად ვიცნობ, ყველაფერს მიხვდება და აზნაურობას მაინც მოგანიჭებს. ლევანი ხელს ვეღარ შეგიშლით სიყვარულში. -ქეთევანს ვაჟკაცი შეუყვარდა და არა მშიშარა, როგორ უნდა ვიწვე აქ და ჩემი ძმადნაფიცები ქვეყნისთვის სისხლს ღვრიდნენ?! ასეთ ქმარს ის არ იმსახურებს. -ვერ დაგიყოლიებ? -ვერა! -როგორც ჩანს შენი გადაფიქრება ძნელია, ცხენს გაგიმზადებ, ხვალ დილით გავდივართ, მანამდე არ გაინძრე, ჭრილობა უნდა შეგიხორცდეს. საჭმელს ოგიტან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მშრალია იმიტომ რომ ადაპტირებული ტექსტია, სრული ტექსტი არაა (ჯერ კიდევ ვამუშავებ) მშრალია იმიტომ რომ ადაპტირებული ტექსტია, სრული ტექსტი არაა (ჯერ კიდევ ვამუშავებ)
1. საინტერესოა...სამივე თავი წავიკითხე მაგრამ ცოტა მშრალი თხრობაა? რა გქვია? ფეისბუქზე დამამატე და ვისაუბროთ ამ თემაზე ჩვენ...:) საინტერესოა...სამივე თავი წავიკითხე მაგრამ ცოტა მშრალი თხრობაა? რა გქვია? ფეისბუქზე დამამატე და ვისაუბროთ ამ თემაზე ჩვენ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|