ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მკვდარიპოეტები
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

მდუმარე აღლუმი

გელი  მე ისევ მდუმარე აღლუმზე,
წითლად ფრიალებს  დროშა.
მე შენს გარეშე სამყარო არ მიღირს,
არც ერთ გახვრეტილ  გროშად.
ცეკვაში გართული ბებერი მასხარა,
ხალხლსაც აბერებს  ნელა.
არ ვიცი ასე რატომ გაგვყარა,
უშენოდ  ისევ უკვალოდ ბნელა.
მოდი, ჩამკიდე ხელი გადავდგათ 
ნაბიჯი პირველი ერთად. 
ჩემს სამყარაში უკვე შეგრაცხე,
ბედნიერების ერთადერთ  ღმერთად. 
ვერ ვხედავ, თვალებს არ უნდათ დანახვა,
ვერ ჩავწვდი  უშენოდ სამყაროს აზრს.
ყოველთვის ჯიუტად  შენთან მოვყავარ,
ბედნიერების უბედურ  კვალს.
შენ თუ არ მოხვალ  გადაირევა,
არ გაჩერდება ითოვებს..  თოვს!
მე კი ავდგები, ნელა გადავგრეხ
ფიქრების დატანჯულ  სევდიან თოკს. 
გამოვკრავ ფეხს  და წამებიც გაჩერდა,
გაჩერდა აღარსად  თოვს
ისე არ ჩაივლის უკვალოდ იცოდე,
ვარდები,  ახალ  სიყვარულს შობს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები