 | ავტორი: მანგო ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2013 |
ვიცოდი როცა მოკვლას ლამობდნენ, ჩემში არ სურდათ ეს დიდი გრძნობა, ეშმაკნი მესხდნენ ჩასაფრებულნი მათ სუნით ვგრძნობდი: დამპალი მტრობა!
ვუსმენდი ფეთქვას საკუთარ გულის, ეს უფრო იყო მორზეს ანბანი და მის ფეთქვაში ვშიფრავდი ტექსტებს: -სიყვარულია, სული განბანე"
მერე ზუმერი -რატომ არ გძინავს.. -გელოდებოდი, სად ხარ აქამდე? შენს ხმაზე გული ლახტივით ცვითავს სისხლიან ვენებს ვნების აღძვრამდე.
ისევ აქოთდნენ ჩასაფრებულნი, -არ გამოგივათ, ძალიან ყარხართ! ვერ ამაყროლებს თქვენი ნაგავი, სიყვარულს ვაფრქვევ სურნელით ახალს!
იყვნენ ბინძურნი სადაც არიან, ვერ შეგვეხება ჩვენ მათი სეტყვა. მიყვარხარ კნუტი! მართლა მიყვარხარ! შენთვის სიმართლე ეს მსურდა მეთქვა...
18/09/2013.
ბარტყის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბარტყიმ თუ იცის?;)) ბარტყიმ თუ იცის?;))
1. ბარტყიმ თუ იცის?;)) ბარტყიმ თუ იცის?;))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|