ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2013


ტერენტი გრანელს

ფერად შავი ხარ, სევდიანი, მუდამ მდუმარე,
აგკიდებია მიწის სუნი, ზამთრის ფიქრები,
ჩიტივით დაფრთხა შენი სული სიყალბის ცქერით,
მარტოობას და დიდ განსაცდელს ვერ წაუხვედი.
სასაფლაოზე მისულს, ვიცი, შენც თან მახლავხარ,
მე მჭირისუფლობ, ჩემი ცრემლის შენ ხარ ზიარი,
მწუხარე რაინდს დონ კიხოტის გული გიძგერდა,
უბრალო მოკვდავთ ვერ მოვკალით ბედი ცბიერი.
იმ ღამეს წვიმდა, შენი ლანდი ვნახე ჩრდილებში,
შემოსვლა გსურდა, მაგრამ კარი უცებ ჩავრაზე,
მე შემეშინდა, რომ ღვთიური შენი არსება
ჩემთან დარჩება სამუდამოდ, სულის ახსნამდე.
მ ე  მ ა პ ა ტ ი ე !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები