 | ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
(ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი, ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა. სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი: "არ გაცივდეო,შვილს წერდა დედა” ) ( ჯანო გიორგაძე )
უშვილოდ დარჩენილი „დედობის სურვილივით“ ცივ სულს მითბუნებდა სხეული. ისე მომეფერა,ისე მიმიზიდა , სისხლი მიმებჯინა ყელამდის.... მე სულს მახველებდა შენ კი სულ მივლიდი, ტანთ კი მეცვა დედისეული, (ღმერთზე უკეთესად აბა ვინ იცის და?) მე შენს ცხოვრებაზეც ვღელავდი. დედი ვხედავ როგორ ცდილობ (მერამდენედ) მაგრამ ვერ ახერხებ ვერაფერს. თავდაუზოგავად იბრძვი დამალო და ვერ დაგიმალია სიმართლე. დედი გპირდები რომ შენს გულს გავამთელებ, (პულსი გაჩერებას ვერ ამხელს) და მიტოვებული სამარედან გზას ეს სიყვარული მინათებს. პარალიზებული ვწევარ პალატაში - და შენ ჩემი ხელი გიჭირავს. ღამემ უკუნითი ზეცა მოიხურა გლოვობს შენთან ერთად დედიკო. წერილს გიტოვებ და გთხოვ - ჯერ ნუ გადაშლი დედი ახლა უცებ იცი რა?! მინდა გადავაგდო სამჯერ სამი ხურდა სამჯერ რომ დავბრუნდე დედიკო. ვერა,ვერ დავიწყე საფლავს შეგუება, დედი შენი ნება-ნებადა, ლაღი თითების და ლაღი ხელ-მტევანის ბოლო მოფერების წამამდის. დედი,მე სხვა დედა არსად მეგულება, როგორც კუბოს შიგნით შეღამდა - ისე დამიბნელდით გულის შეტევამდე, ცა და შენ და აწ და მარადის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :( ღმერთმა ნათელში გამოფოს... :( ღმერთმა ნათელში გამოფოს...
8. ოთო.... :(((( ოთო.... :((((
7. ...
ძალიან ვწუხვარ, რომ არ გიცნობდი. პატივისცემას იმსახურებ, სიყვარულს - ვაჟკაცური და ღირსეული საქციელისთვის. ყველა სიკეთე... ...
ძალიან ვწუხვარ, რომ არ გიცნობდი. პატივისცემას იმსახურებ, სიყვარულს - ვაჟკაცური და ღირსეული საქციელისთვის. ყველა სიკეთე...
6. დედი,მე სხვა დედა არსად მეგულება, როგორც კუბოს შიგნით შეღამდა - ისე დამიბნელდით გულის შეტევამდე, ცა და შენ და აწ და მარადის. :( ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს. დედი,მე სხვა დედა არსად მეგულება, როგორც კუბოს შიგნით შეღამდა - ისე დამიბნელდით გულის შეტევამდე, ცა და შენ და აწ და მარადის. :( ღმერთმა ნათელი დაგიმკვიდროს.
5. როგორც კუბოს შიგნით შეღამდა - :( როგორც კუბოს შიგნით შეღამდა - :(
4. გმადლობთ ოთარ. გმადლობთ ოთარ.
3. ემოციური ნაწერია... 5 ემოციური ნაწერია... 5
2. დიდი მადლობა რობერტ.ასევე შენც. დიდი მადლობა რობერტ.ასევე შენც.
1. მომეწონა ძალიან თბილი და ლამაზია ლექსიც და დედაშვილური ფენომენიც. წარმატებებიიი მომეწონა ძალიან თბილი და ლამაზია ლექსიც და დედაშვილური ფენომენიც. წარმატებებიიი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|