ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

Child In Time

_ეს სისხლი ვისია?
_მოკლული მეომრის.
მზევ, შენსკენ ისვრიან,
"მზევ, შინ შემოდი."

_ეს ბავშვი ვისია?
_ვისი და, მოკლულის.
პატარა მზისსხივას,
მზევ, ვინღა მოუვლის?..

_ეს ცრემლი ვისია?
_მისია, ობოლის.
მზევ, შენი სისხლია,
თვალებზე რომ მოსდის.

_ეს თოფი ვისია?
_მტრისაა - მარადის.
მზევ, მთაზე ნისლია
და ფრთხილად გადადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები