ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
29 სექტემბერი, 2013


ქალი კაბაში

ქალი კაბაში,გამომკრთალი კაბიდან ქალი,
ეს ჩემი მზერა დასდევს ხაზებს,დაეძებს ლანდებს,
ო!როგორ მინდა იწვიმოს და დაქროლოს ქარმა,
ანდა დაესხას მთვარის შუქზე ყივჩაღთა ბანდა,
ხოლო მე მისი გადარჩენის მეკისროს როლი,
მომხვდურ ყივჩაღებს გადავრეკავ,ვითარცა ბინდებს
და ჩემი სატრფო გახდება,თუ გახდება ცოლი,
ეგ სულ ერთია,მთავარია გავხადო წინდა..

                                  კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები