თუ გლდანში ბინადროთ, თქვენი სასწავლებელი კი ჭავჭავაძიდან ბაგებამდე არსებულ მონაკვეთზე მდებარეობს, ხოლო თქვენი ყოველდღიური სამგზავრო ბიუჯეტი უბადრუკ რიკინის ლარიანს არ აღემატება, მაშინ ეს ავტობუსი თქვენთვის ზედგამოჭრილია. წარმოიდგინეთ რა ჯობს იმას როცა სამგზავრო ტრანსპორტი პირდაპირ სახლთან ჩამოგივლით, 40 წუთიანი მოლოდინის შემდეგ დგახარ და სიხარულით უყურებ პირამდე გაჭედილ შენკენ მომავალ ავტობუსს. ჩერდება, ხალხი გარეთ იყრება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ერთი კარგი «რაზგონი»(გამორბენი) და წამების შემდეგ შიგნით აღმოჩნდებით. შემდგომი ნაბიჯი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა დაიბნეთ და სწრაფად სტაცოდ ხელი, რომელიმე მოსაჭიდებელ საშუალებას და ნეტარი მგზავრობის ბოლომდე ხელი არ გაუშვათ, რათა წონასწორობა დაკარგული ხალხის ბიძგები ღირსეულად იქნას მოგერიებული. ამ ვითარებაში იმყოფებით დაახლოებით 1 საათი, გზად ხალხის მონოტონური ცვლა და რამდენიმე გზააბნეული კონტროლიორი თუ დაგირღვევთ მყუდროებას, ისიც მცირე ხნით და თავისდა უნებურად. შემდეგ გამოჩნდება სასურველი შენობა, რომლის გამოც ამდენი ხანი მოილტვოდით, სანატრელი გაჩერება და ფეხის მარდი სინქრონი ნაცნობი კარის წინაშე აღმოგაჩენთ, რომელშიც "ვიღაც კაცი" (ან ქალი) უკვე მერამდენედ არ შეგიშვებთ დაგვიანების გამო და მერამდენედ მოგიწევთ იმედგაცრუებულს უკან დაბრუნება. ისევ გაჩერება, ისევ 40 წუთიანი მოლოდინი, ისევ საათნახევრიანი მგზავრობა, კიდევ ერთი «ჩარჩენილი» საგანი, რომელიც რაღაც დროის შემდეგ სემესტრად გადაიქცევა სემესტრი კიდევ წლად.... ასე გრძელდება ყოველდღე ანუ "ზალიდან" აუდიტორიამდე.
პ.ს. იმგზავრე რა ძმაო მეტროთი, ხო უყურებ დაგენგრა მომავალი თავზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
18. კომენტარები გადავიკითხე და ნერვები მომეშალა. მეც 5-ს ვწერ !!!!
რა სისულელეა ასეთი ჩაკირკიტება... კომენტარები გადავიკითხე და ნერვები მომეშალა. მეც 5-ს ვწერ !!!!
რა სისულელეა ასეთი ჩაკირკიტება...
17. მეც გამიჩნდა გიორგის მსგავსად კითხვა,თუ რატომ უნდა გქონეს ,,გაფართოებული'' თვალსაწიერი და ასე კარგად იყო გარკვეული ,,ფილიებში''. ნაწერს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ იუმორისტული აზრის მიღმა, ცინიკური რეალიზმის შტრიხებიც შესამჩნევია. უმეტეს შემთხვევაში,თბილისის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ ადამიანს, გაუჭიდება ტექსტის იმ კონტექსტში გაგება,როგორადაც ავტორს სურდა გაგვეგო. დაბოლოს, კრიტიკა არის ხელოვნება -სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს. :))) დავპლიუსდი მეც გამიჩნდა გიორგის მსგავსად კითხვა,თუ რატომ უნდა გქონეს ,,გაფართოებული`` თვალსაწიერი და ასე კარგად იყო გარკვეული ,,ფილიებში``. ნაწერს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ იუმორისტული აზრის მიღმა, ცინიკური რეალიზმის შტრიხებიც შესამჩნევია. უმეტეს შემთხვევაში,თბილისის ცენტრალურ უბანში მცხოვრებ ადამიანს, გაუჭიდება ტექსტის იმ კონტექსტში გაგება,როგორადაც ავტორს სურდა გაგვეგო. დაბოლოს, კრიტიკა არის ხელოვნება -სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს. :))) დავპლიუსდი
16. "ვიღაც მომავლიდან" -თქვენ თქვენთვის ისწავლეთ თუ ღმერთი გწამთ ! მე ჩემთვის ვისწავლი ! "საბა აფხაზი" წესიერმა კაცმა ამდენი "ფილიების" შესახებ რატომ იცით ეხლაც მიკვირს. პ.ს. ვწუხვარ, რომ ბატონი საბა ამ კომენტარს ვერ წაიკითხავს მარა მართლა მიკვირს :))))))))))))))))))))))))))))))))))).
"ვიღაც მომავლიდან" -თქვენ თქვენთვის ისწავლეთ თუ ღმერთი გწამთ ! მე ჩემთვის ვისწავლი ! "საბა აფხაზი" წესიერმა კაცმა ამდენი "ფილიების" შესახებ რატომ იცით ეხლაც მიკვირს. პ.ს. ვწუხვარ, რომ ბატონი საბა ამ კომენტარს ვერ წაიკითხავს მარა მართლა მიკვირს :))))))))))))))))))))))))))))))))))).
15. კარგია მომეწონა :) კარგია მომეწონა :)
14. რა ნაცნობია ეს სიტუაცია :))) ოღონდ კიდევ კარგი 20 წუთი მჭირდება სულ თსუ-მდე <3 რა ნაცნობია ეს სიტუაცია :))) ოღონდ კიდევ კარგი 20 წუთი მჭირდება სულ თსუ-მდე <3
13. საჭიროა ყურადღების გავამახვილება ჩვენს გარშემო არსებულ ყველა პრობლემაზე. ხოლო ნებისმიერი რამ, რაც განათლებას ასე თუ ისე აფერხებს, უკვე სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამას პროზას ვერ დავარქმევდი, ალბათ უფრო ბლოგია და კარგი იქნებოდა, ეს კატეგორია დაემატებინათ საიტზე. "სტაცოდ" შეცდომაა, იმედი მაქვს მექანიკური. საჭიროა ყურადღების გავამახვილება ჩვენს გარშემო არსებულ ყველა პრობლემაზე. ხოლო ნებისმიერი რამ, რაც განათლებას ასე თუ ისე აფერხებს, უკვე სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამას პროზას ვერ დავარქმევდი, ალბათ უფრო ბლოგია და კარგი იქნებოდა, ეს კატეგორია დაემატებინათ საიტზე. "სტაცოდ" შეცდომაა, იმედი მაქვს მექანიკური.
12. მომეწონა, თუმცა გაზვიადებულად მეჩვენება, წარმატებები! მომეწონა, თუმცა გაზვიადებულად მეჩვენება, წარმატებები!
11. ველოსიპედი ალბათ ყველაზე ოპტიმალური ტრანსპორტია :))) ველოსიპედი ალბათ ყველაზე ოპტიმალური ტრანსპორტია :)))
10. რაც ამ იუმორისტულ ნაწარმოებში წერია, - სრული სიმართლეა. ჭავჭავაძიდან ბაგებამდე რამოდენიმე უნივერსიტეტია. სტუდენტი რომ სასწავლებლამდე ვერ მიაღწევს, - ეს მართლაც ცდება იუმორს. თუმცა პატარა ბავშვები სოფლად უფრო მეტ მანძილს გადიან სკოლამდე მისასვლელად თოვლსა და ყიამეთში. არც ავტოტრანსპორტია იქ და არც მეტრო.
ისე, მიშა-მიშას რომ მივბაძოთ და ველოსიპედით ვიქროლოთ? რაც ამ იუმორისტულ ნაწარმოებში წერია, - სრული სიმართლეა. ჭავჭავაძიდან ბაგებამდე რამოდენიმე უნივერსიტეტია. სტუდენტი რომ სასწავლებლამდე ვერ მიაღწევს, - ეს მართლაც ცდება იუმორს. თუმცა პატარა ბავშვები სოფლად უფრო მეტ მანძილს გადიან სკოლამდე მისასვლელად თოვლსა და ყიამეთში. არც ავტოტრანსპორტია იქ და არც მეტრო.
ისე, მიშა-მიშას რომ მივბაძოთ და ველოსიპედით ვიქროლოთ?
9. საბა აფხაზი ძალიან გამიბრაზდა :))) სიმართლე გითხრა რა ნახე მაგ ერთ ფრაზაში ასეთი ზოოფილიურ-ნეკროფილიურ-ტრანსგენდეროფილიური (ეს უკანასკნელი არ ვიცი რას ნიშნავს და არც მაინტერესებს :) ) ვერ მივხვდი. ისე სკულპტუროფილიას უნივერსიტეტოფილია აჯობებდა :))) მადლობა მაინც, რომ მიუხედავად მწვავე კრიტიკისა თქვენი ყურადღება დავიმსახურე. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ჩემი "ნაწერები" უკან წაგაღებინებთ მსგავს ცინიკურ კომენტარს:)))) დავით კვიტიანს დიდი მადლობა. თქვენს შენიშვნებს ნამდვილად გავითვალისწინებ. საბა აფხაზი ძალიან გამიბრაზდა :))) სიმართლე გითხრა რა ნახე მაგ ერთ ფრაზაში ასეთი ზოოფილიურ-ნეკროფილიურ-ტრანსგენდეროფილიური (ეს უკანასკნელი არ ვიცი რას ნიშნავს და არც მაინტერესებს :) ) ვერ მივხვდი. ისე სკულპტუროფილიას უნივერსიტეტოფილია აჯობებდა :))) მადლობა მაინც, რომ მიუხედავად მწვავე კრიტიკისა თქვენი ყურადღება დავიმსახურე. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი ჩემი "ნაწერები" უკან წაგაღებინებთ მსგავს ცინიკურ კომენტარს:)))) დავით კვიტიანს დიდი მადლობა. თქვენს შენიშვნებს ნამდვილად გავითვალისწინებ.
8. ეპოქის პრობლემა :)) გლდანი ხომ ცალკე განზომილებაა და თუ არ გიწევს ხშირად "იქით" მგზავრობა, ვერაფერ საინტერესოს დაინახავ ამ ნაწერში :))
ბუდულასავით გულუხვი არ ვარ :)) მაგრამ არის აქ "რაღაც", რაც მომეწონა.
პ.ს. ისე, ყვითელფორმიანებზე, ან რომელიმე ავტობუსის სხვა დამახასიათებელ მხარეზე, უფრო მეტი და ხარისხიანად რომ "გეღადავა" ბუდულას ლიტერატორობაში ეჭვს არავინ შეიტანდა. ქალი, სულ თავფურცელზე იყოს და მაინც არ აღიარებდნენ, პირველად ვნახე :D ეპოქის პრობლემა :)) გლდანი ხომ ცალკე განზომილებაა და თუ არ გიწევს ხშირად "იქით" მგზავრობა, ვერაფერ საინტერესოს დაინახავ ამ ნაწერში :))
ბუდულასავით გულუხვი არ ვარ :)) მაგრამ არის აქ "რაღაც", რაც მომეწონა.
პ.ს. ისე, ყვითელფორმიანებზე, ან რომელიმე ავტობუსის სხვა დამახასიათებელ მხარეზე, უფრო მეტი და ხარისხიანად რომ "გეღადავა" ბუდულას ლიტერატორობაში ეჭვს არავინ შეიტანდა. ქალი, სულ თავფურცელზე იყოს და მაინც არ აღიარებდნენ, პირველად ვნახე :D
7. da kidev 2 laiqi rato aqvs am nawers amixnis vinme? da kidev 2 laiqi rato aqvs am nawers amixnis vinme?
6. budula - aha esec me var ro geubneba nu arigeb xuTianebso? zogjer mgonia rom saertod ar kitxulob da pirdapir 5-ebs wer... giorgi lomidze - "შემდეგ გამოჩნდება სასურველი შენობა, რომლის გამოც ამდენი ხანი მოილტვოდით", saintereso SemTxvevaa saintereso... aseti seqsualuri ra shenobaa tqvi erti amdeni xani rom miiltvi xolme misken? nekrofilia gamigia, zoofiliac gamigia, transgenderofiliac, magram shens ltolvas ra davarqva ar vici, zegli mainc yofiliyo skulpturofilia iqneboda... :Dddd budula - aha esec me var ro geubneba nu arigeb xuTianebso? zogjer mgonia rom saertod ar kitxulob da pirdapir 5-ebs wer... giorgi lomidze - "შემდეგ გამოჩნდება სასურველი შენობა, რომლის გამოც ამდენი ხანი მოილტვოდით", saintereso SemTxvevaa saintereso... aseti seqsualuri ra shenobaa tqvi erti amdeni xani rom miiltvi xolme misken? nekrofilia gamigia, zoofiliac gamigia, transgenderofiliac, magram shens ltolvas ra davarqva ar vici, zegli mainc yofiliyo skulpturofilia iqneboda... :Dddd
5. აუჰ, ამდენი შეცდომა\ის დაშვება ამ პატარა ტექსტში როგორ მოახერხე?
ერთმა ლიტერატორმა 5 დაგიწერა, ახლა ეგ ისეა ლიტერატორი როგორც მე იაპონიის იმპერატორი.
წარმატებები სწავლაში. აუჰ, ამდენი შეცდომა\ის დაშვება ამ პატარა ტექსტში როგორ მოახერხე?
ერთმა ლიტერატორმა 5 დაგიწერა, ახლა ეგ ისეა ლიტერატორი როგორც მე იაპონიის იმპერატორი.
წარმატებები სწავლაში.
4. რა არის აქ იუმორისტული?!
" იმგზავრე რა ძმაო მეტროთი, ხო უყურებ დაგენგრა მომავალი თავზე.." რა არის აქ იუმორისტული?!
" იმგზავრე რა ძმაო მეტროთი, ხო უყურებ დაგენგრა მომავალი თავზე.."
3. ავტორი: გიორგი ლომიძე ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
30 სექტემბერი, 2013 ავტორი: გიორგი ლომიძე ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
30 სექტემბერი, 2013
2. გაიხარე, მადლობა შეფასებისთვის. "მარშუტკა" უკვე ფუფუნების საგანი გახდა :)) ))) გაიხარე, მადლობა შეფასებისთვის. "მარშუტკა" უკვე ფუფუნების საგანი გახდა :)) )))
1. თხრობის მანერა მომეწონა. ნაცნობია,თუმცა საკუთარი კიდევ კარგი ,რომ არ ამომიცვნია. :Dწარმატებები. ისე სწორი რჩევაა :დ მაგრამ იქ დაიხრჩობი აქ დაინგრევი. მარშრუტკით ჯიბე გახვრეტილი ვერ ივლი. მოკლედ რა ასე თუ ისე მაინც წასულია ჩვენი საქმე:) თხრობის მანერა მომეწონა. ნაცნობია,თუმცა საკუთარი კიდევ კარგი ,რომ არ ამომიცვნია. :Dწარმატებები. ისე სწორი რჩევაა :დ მაგრამ იქ დაიხრჩობი აქ დაინგრევი. მარშრუტკით ჯიბე გახვრეტილი ვერ ივლი. მოკლედ რა ასე თუ ისე მაინც წასულია ჩვენი საქმე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|