ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


უვნებელი ფარა

ღმერთო, რა ცაა, რა ფერებია...
სხვაგან ასეთი არსად მინახავს!
ღრუბლები ბატკნებს დამსგავსებიან
და ქარი, როგორც ფარას მიასხამს...

ლაღად მიუძღვის მეცხვარე სამწყსოს,
დათვი და მგელი არ ედარდება,
რადგან იცის და კარგადაც ახსოვს -
ცაში ცხვარი არ დაეკარგება!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები