ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2013


გამჟღავნება

მე ნეგატივი ვიყავი ადრე
და აღვიქვამდი უკუღმა - კადრებს...

თეთრი რომ იყო, მეგონა - შავი,
თან ყოვლისმცოდნედ მომქონდა თავი,
ყველა კითხვაზე პასუხი მქონდა,
სინამდვილეში ბეცი ვიყავი!

პირჯვარს მარცხნიდან ვიწერდი წინათ,
ღამით მეღვიძა, დილით მეძინა.
ვინ არ ეცადა აეხსნა, მაგრამ
სიმართლე ვერვინ გამაგებინა...

ბოლოს მივხვდი, რომ ჩემს თავს არ ვგავდი,
ვძლიე საკუთარ ზნეს და გავმჟღავნდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები