ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2013


მე ვქრები..


გულით დავატარებ ყველა ემოციას,
აშლილ ორღანივით ბღავის ჩემი სული,
ძვლებში ტკივილები რომ არ დამეტია
ახლა ვხვდები რომ მე , ვეღარ გადავურჩი...
ვეღარ გადავურჩი გულის გაციებას,
ასფალტს ცარიელი ჩრდილი მივუყვები,
წერაც არ გამომდის, რითმას ვინ ჩივის და
მე ვარ არ-პოეტი...  მე ვარ დრამატული.
ვუსმენ ელიავას, გრანელს,გალაკტიონს,
ვფიქრობ რა ყოფილა  ბედის განაჩენი...
მითი რომ ყოფილა ჩემი პოეზია,
ვხვდები, ვხვდები სხვა კი არაფერი...
ქენდი აღარ  დარჩა ჩემი არსებიდან,
თავი ახლა უფრო მონროს შევადარე...
ერთ დღეს მიპოვნიან უცხო დიდ საწოლზე
ცივს და მიცვალებულს...
დოზას მოვუმატე..
ერთი,
ორი,
სამი....
ახლა დავითვლი და.....
ხელში მოვიგროვებ ნეტარების აბებს,
თითქოს პირველია, ისე დავხედავ და
მშვიდად ველოდები კოსმიურ სინათლეს.
არა, არ გეგონოს სამოთხეზე ვამბობ...
ვიცი ბნელეთია ჩემი განაჩენი
ნეტავ ტკივილები ცეცხლმა ჩამომბანოს...
ხმა თუ ამოვიღო.. შენს თავს გეფიცები.
მარტო საკუთარ  თავს კი არ დავუშავე
მარტო მე კი არ მკლავს მძიმე განაჩენი
ისიც ის მეორეც ჩემზე სუსტია და...
მგონი დავიმონე მგონი არ დავნებდი...
ნეტავ როდემდე გააგრძელებს ეს გული ძგერას,
ნეტავ როდემდე  დავატარებ ამ ტკივილს მკერდით
ნეტავ  როდისღა მე გავბედავ ვუშველო ჩემს თავს,
მოდით, მიშველეთ, შემიბერეთ სული მე ვქრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები