ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სასპენსი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2013


მე მეყოლება სულ მალე ბავშვი

მე მეყოლება სულ მალე ბავშვი,
თავიდან ბავშვი იქნება მცირე.
და აღარასდროს ჩვენს ცხოვრებაში
აღარ იქნება პაუზა, ტირე..
ჩვენს ბავშვს ექნება შავი თვალები,
ან კიდევ ლურჯი, ხან იქნებ მწვანე
და როცა ძილი მოგვენატრება,
ის არ დაგვაცდის, იტირებს ღამე.
მარჯვენა ძუძუ გახდება მისი
როცა მიბრძანებს, მიიღებს მაშინ
და მამის მოსვლას თავისებური
ცერემონიით აღნიშნავს-ტაშით.
და ჩვენი ბავშვი იქნება ჩვენი,
მისთვის ვიქნები ყველაზე დიდი.
ვიფიქრებთ უკვე სახლს უნდა სხვენი.
მომეფერები, გექნება რიდი.
მე შენი ბავშვის ვიქნები დედა
და გეყვარებით ორივე უფრო
შენ ჩემი ბავშვის იქნები მამა
და შეიცვლება ცხოვრების გამა :)

(ეძღვნება სას)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები