| ავტორი: ნინინინი123 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 13 ოქტომბერი, 2013 |
როგორ იქცევა ხოლმე სიყვარული სიულვილად.. ერთ დროს ისინი რიდითა და სიყვარულით შესციცინებდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის დანახვაზე გული უძგერდათ, შეხებაზე ჟრუანტელი უვლიდათ, მათ ღრმა თვალებში ღრმა სიყვარული იგრძნობოდა, მათი სული ნეტარებით ივსებოდა.რაღაც უხილავი ზღვარი იყო მათ შორის. ზღვარი მომხიბვლრლი, საინტერესო, მომაჯადოებელი, რომელიც უფრო აშირებდათ და აახლოვებდათ მათ ერთმანეთთან. გავიდა რამდენიმე წელი და ყველაფერი თავდაყირა დადგა.ქალს მისი დანახვა ზიზღს ჰგვრის, კაცს კი ნერვული სისტება ეშლება. გალეწილი, გალეშილი შედის სახლში, მისი ლოთობისაგან ჩახლეჩილი,მრისხანე და შიშისმომგვრელი ხმა შუა ძილში მყოფ ბავშვებს აღვიძებს და პაწაწინა გულებს საგულედან აგდებს. შემდეგ ისმის ლეწვის, მტვრევის, გინების ხმა. ბავშვები თვალებს ხუჭავენ და თავზე ბალიშს იფარებენ. გადის ქალი დასამშვიდებლად, რომელსაც მძლავრად მოქნეული ხელი სახეში ხვდება, შემდეგ მოჰყვება შიშისაგან აკანკალებული სხეულის სხვა ნაწილებსაც.ბავშვები უყურებენ როგორ „ჭმუჭნის“ მამა დედას, ტირიან და ვერ გაუგიათ, როგორ დაეხმარონ მას. და რა ხდება? რატომ შეიცვალა სიყვარული სიძულვილად? ნეტავ რა მოხდება , თუკი კაცს, ცოლის ცემის დროს გაახსენდება, თუ როგორ გამალებით უცემდა გული მისი დანახვისას, როგორ ეღიმებოდა მისი ხმის გაგონებისას, როგორ ეკვეთებოდა ფეხები მისი თვალების ხილვისას.. „გადაგვარება“ „გადაჯიშება“ , ფრაზები,რომელთაც უფროსი თაობა 21–ე საუკუნის ახალგაზრდებს ახმარს. როგორ ღიზიანდებიან კაცები, როცა ხედავენ „უცნაურად“ ჩაცმულ ბიჭებს. ამბობენ ვაჟკაცები გაქრნენ და ყველა გაპიდარასტდაო. თვითონ კი თავს ვაჟკაცებად თვლიან. სწორედ მაშინ, როცა სასმისს სასმისზე ცლიან. მთავარი სადღეგრძელოებია „ჩვენი საქართველო“ „უფალი“ „ოჯახი“ „სიყვარული“ „მანდილოსნები“ და ასე შემდეგ.. მხიარულნი და ნასიამოვნებნი მიდიან სახლში და გამალებით ურტყამენ საყვარელ ცოლს. ჩვენი წინაპრები, ჩოხა–ახალუხით, მტერზე გამარჯვებული ამაყად დაიარებოდა , დღეს კაცების სწორედ ის ნაწილი, რომელიც თითქოს აფეტიშებს წარსულსა და ტრადიციებს, უგონოდ მთვრალები, დაბინძურებულნი და შნოდაკარგულნი, ღობეზე მიყრდნობით, ან სხვისი დახმარებით, ძლივს მიდიან სახლის კარამდე. სწორედ ამ დროს არღვენენ ვაჟკაცობის ცნებას, ქრისტიანობის ცნებას, სიყვარულის,მანდილოსნის პატივისცემის და საერთოდ, ყველა ფასეულ და ღირებულ ცნებას. ანადგურებენ ოჯახს. რისთვის?! დღეს ასეთი აქტუალურია თემა „გენდერული თანასწორობა“. ჩვენ გვეამაყება, რომ ქალები ვართ და მაინც ძლიერებად და კაცის თანატოლად ვთვლით თავს. არსებობს უამრავი ფემინისტი ქალი, სწორედ მაშინ, როცა საქართველოს ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი ყველანაირ წნეხშია:აჩენენ შვილებს, ზრდიან, უვლიან, ყოვოლდღე იტანენ სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცყოფას, ხედავენ, თუ როგორ ენგრევათ ცხოვრება მას და მის შვილებს. და მათ უბრალოდ არ გაუმართლათ? საშველი რაა? ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ქალია ასეთი ვითარების მსხვერპლი. ნუთუ ყველა მათგანი იმსახურებს ასეთ განსაცდელს?! „დედათა ბუნებაი იწროი არს“ სხვისი ცხოვრების ტელევიზიით გამომზეურებამ, ალბათ გამოიღო მცირე შედეგი, მაგრამ ეს პრობლემა კვლავ დიდმასშტაბიანია. როგორც, ჩანს სხვა ხერხის მოძებნაა საჭირო. და მაინც, როგორ იქცევა სიყვარული სიძულვილად. როგორი ტკივილისმომგვრელია ასეთი ცხოვრებისეული რეგრესი.როცა ხედავ, რომ ნელ–ნელა კარგავ მას, ვისაც შენი სიცოცხლე ერქვა. როცა ასეთი ერთნაირი და განსხვავებულია თვალები, რომლებიც ერთმანეთს უმზერენ, უწინ და ახლა. სიყვარულისგან მფეთქავი გული შიშისგან ფეთქავს, სიმორცხვით გაწითლებული ლოყები შეურაცყოფით წითლდება, მონატრებისგან გამოწველი ცრემლები ტკივილისაგან ცვივა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ამბობენ " დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო. დიდ სიძულვილს დიდი სიყვარულიო," მოდი და გაიგე რამე.. ამბობენ " დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო. დიდ სიძულვილს დიდი სიყვარულიო," მოდი და გაიგე რამე..
1. რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა აქ წამოწეული, თუმცა ვისურვებდი, რომ ამჯერად მხოლოდ ერთ თემას შეხებოდით და უფრო სიღრმისეულად. ჩემი აზრით. პასუხი შეკითხვაზე "როგორ იქცევა ხოლმე სიყვარული სიძულვილად.." ის არის, რომ უმეტესად ქორწინდებიან ისე, რომ ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ, მთელი აქცენტის გადატანა ხდება მხოლოდ სხეულზე, მის მოთხოვნილებებზე. ეს ყველაფერი კი, თუ მას თან არ ახლავს შინაგანი მხარით დაინტერესება, ყოველთვის დროებითია. რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა აქ წამოწეული, თუმცა ვისურვებდი, რომ ამჯერად მხოლოდ ერთ თემას შეხებოდით და უფრო სიღრმისეულად. ჩემი აზრით. პასუხი შეკითხვაზე "როგორ იქცევა ხოლმე სიყვარული სიძულვილად.." ის არის, რომ უმეტესად ქორწინდებიან ისე, რომ ერთმანეთს თითქმის არ იცნობენ, მთელი აქცენტის გადატანა ხდება მხოლოდ სხეულზე, მის მოთხოვნილებებზე. ეს ყველაფერი კი, თუ მას თან არ ახლავს შინაგანი მხარით დაინტერესება, ყოველთვის დროებითია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|