 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2013 |
გარეთ ოქტომბერმა ღამე გაათია... ისევ ვერ ვიძინებ... თენდება... ჰო, მე შემიძლია ბევრი გაპატიოთ, თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...
ვხატავ ფანჯარაში ჩასმულ განთიადებს, სუსტი ნერვები მაქვს, ვჩერდები... მე რომ შემიძლია თქვენთან გავმთლიანდე, თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...
წვიმა ათამაშებს თვალს და გუგებს, ვხვდები, არ გამომდის შედევრი... ესეც შემიძლია - სხვას გავუგო, თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...
მინდა სიცოცხლესთან კენჭი ვყარო... ზეცა ღრუბლის უკან შენდება... მე ეს შემიძლია, ყველა შევიყვარო, თქვენც ხომ შეგიძლიათ ჩემდენი...
მთვარემ ღრუბელი რომ ვერ გარიყა, ჩემს თავს გადაგდებით ვჩემდები... ჰო, მე შემიძლია შენთან ვიყო, შენც ხომ შეგიძლია ჩემდენი!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე ეს შემიძლია, ყველა შევიყვარო,
ამას ესე ჯობია ჩემის აზრით,
მე ხომ შემიძლია, ყველა შევიყვარო
მე ეს შემიძლია ცუდად მხვდება ყურში მე ეს შემიძლია, ყველა შევიყვარო,
ამას ესე ჯობია ჩემის აზრით,
მე ხომ შემიძლია, ყველა შევიყვარო
მე ეს შემიძლია ცუდად მხვდება ყურში
4. გმადლობთ.. )) ეს რას ნიშნავს ლურსმან? გმადლობთ.. )) ეს რას ნიშნავს ლურსმან?
2. რა კარგია :) რა კარგია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|