ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2013


დგას ეკლესია

დგას ეკლესია, როგორც ღვთის სვეტი,
როგორც ნატეხი ჩვენი გულების,
ქვებზე ხავსები შემოსდებია,
დაუთმენია წლები გოდების.
საკმევლის სუნი, სანთლების შუქი,
შესამოსელი თეთრი, კვართივით,
საუკუნეთა უკან მზირალი,
ბრწყინვალე ხატი ზეამაღლების.
დგას ეკლესია, სიცოცხლის სვეტი,
როგორც სიმტკიცე კაცის ბუნების,
თავზე ნათელი შემოხვევია,
თავის წიაღში ყველას მოგველის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები