ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიოქეთი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2013


***

ალგეთს ლეკვები შობილან
მტრის ხასიათი წახდა
გუშინ მუზები ყოფილან
სახლში არავინ დახვდათ

ბევრი მიმტვრიეს დარაბა
ბევრიც დამიგეს მახე
მერე გააღეს კარადა
იქ სულ სხვა კაცი ნახეს

და მეკი ამდროს ლოთიანს
მივსდევდი ბედს და წერას
ლექსის გულისთვის ქალაქში
ვაგროვებ თითო ბგერას

ამ დროს კი თურმე ალგეთში
ლეკვი შობილა მგლის
შუშლია თურმე მუზას და
სახლში შესულა სხვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები