ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატიანა
ჟანრი: პროზა
20 ოქტომბერი, 2013


19.10.2013 დეპრესია

    სატანის ძალა აქვს სასოწარკვეთას.უნდა დაგამდაბლოს,გრძნობა გამოგაცალოს,სული გაგიუფასუროს.
ტირი და ცრემლები გილოკავენ თბილ და ტკივილმოხდილ ბაგეებს.ცაც ნამტირალევი ღრუბლებით მოქუფრულა,სატანის ძალით და მისი მეოხებით ხავიან ურჯულო ძალები ქვესკნელიდან.ადამიანები მაშინ იქცნენ ,,ანტივეგეტარიანელებად'' ერთმანეთის ჭამა რომ დაიწყეს.
  (ყველას მოგვინელებს ცხოვრება- ,,კანიბალი'')
  ან სხვა მოკალი ან საკუთარი თავი,მაინც ცოდვილი ხარ.მიდი და არ ჩაუვარდე სიკვდილს ხახაში.ყოველი ეშვი ხომ შენთვის აულესავს,რომ უფრო დაგკუწოს და დაგანაწევროს.მიდი და ჩაუვარდი,მაინც ცოდვილი ხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები