 | ავტორი: ამოკი ჟანრი: პოეზია 28 ოქტომბერი, 2013 |
როდესაც მომმართე: "ძამიკო" - პირველმა, "დაიკოს" თქმა, შენთვის მაგიტომ მევალა... მას შემდეგ სათქმელი სულ უფრო ილევა: "დაიკოს" მაგივრად, "ჩემო" თქვას მელანმა -
სულ უნდა, სულ უნდა, მაგრამ მას ვერ ამბობს... თუ ფიცი არ გატყდა "და-ძმობის" მანამდე. შენ - "ჩემო" დაო და შენ - ასე ვერაგო! მაჯობე - გეგონა, თუმცა თავს ანანე:
"ძამიკო" - როდესაც მომმართე პირველმა; შენც გახდი "და-ძმობის" ფიცის ტყვე - მძევალი... მას შემდეგ სულ უფრო სათქმელი ილევა: "ძამიკოს" წერს, - "ჩემოს" გულისხმობს მელანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|