რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. - სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა. ასე უპასუხა ამ კითხვებს დიდებულმა ქართველმა გოდერძი ჩოხელმა. ჩემი აზრით გოდერძი ჩოხელის და რევაზ ინანიშვილის აზრები ერთმანეთს ემთხვევა, როცა რევაზი თავის პატარა და ლამაზ ნაწერში ამბობს, რომ წუხილი ყველგანაა. წუხილი მართლაც ყველგანაა, ყოველთვის, ყველა ადამიანი სევდიანია გულის სიღრმეში, სევდიანია მზეც, როცა ზღვას უერთდება, სევდიანია მთვარეც, როცა უნდა, რომ მზის მაგივრობა გასწიოს, მაგრამ არ შეუძლია, ვერ ერევა ისევ სევდიან, ბნელ ღამეს. შესაძლოა დედამიწაც წუხს, როცა უყურებს ამდენ გაბოროტებულ ადამიანს, რომლებიც ჩეხენ ტყეებს, ნადირობენ ცხოველებზე, აფეთქებენ შენობებს, წვავენ სოფლებს, ერთმანეთის სისხლს ღვრიან და ეს ყველაფერი ხდება დედამიწაზე, ზუსტად იმ მიწაზე, საბოლოოდ რომლადაც იქცევა ყველა ადამიანი. მართლაც შეიძლება მწუხარე იყოს დედამიწა ყოველივე ამის შემყურე, დანაღვლიანებული, და თავის სევდას აქსოვდეს ყველა წვიმის წვეთში, დაცემულ ფოთოლში, ირმის ღმუილში, ბულბულის გალობაში, ცდილობდეს ბუნების ენით გადმოგვცეს თავისი წყენა და გულისტკივილი, მაგრამ ეს ენა ყველას არ ესმის, ყველა ვერ გებულობს რა აწუხებს შავ ღრუბლებს, თეთრ ფიფქებს, გამხმარ ფოთლებს და ღამეულ ტყეს, სადაც გამუდმებით ისმის რაღაც კრუსუნი, კვნესა და გმინვა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვაღიარე სიკეთის ჭეშმარიტება, რომელიც სიყვარულში, მეგობრობაში, პატრიოტიზმში და ყველაფერ დადებითში არის განი- ვთებული. ++ წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვაღიარე სიკეთის ჭეშმარიტება, რომელიც სიყვარულში, მეგობრობაში, პატრიოტიზმში და ყველაფერ დადებითში არის განი- ვთებული. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|