რა იქნებოდა უფრო პატარა ყოფილიყავი, მაშინ თავსაც ხომ გადავირჩენდი, მაგრამ ისეთი უსაშველო შეიქმენ ჩემთვის, როგორც ბილბორდი გადაგდებული ციცქნა ფურცლისთვის, ძლივს მოგინელე, გადავხიე შენი სახელი, და კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ, სანამ ნაკუწებად გადაგაქციე, სხვანაირად ხომ ვერ ჩაგტევდი ნაგვის ურნაში... არ მიჯერებდნენ ურჩი თითები, წებოსაც ეცნენ გამალებით, არ დავანებე, შეუბრალებლად დავიჭედე ხელებს ლურსმნები... ნეტავ ოდესმე თუ გახუნდება ის, რაც დაწერე, ამ პაწაწინა, გადაგდებულ სუფთა ფურცელზე?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. წარმატებები. ++ წარმატებები. ++
2. მომეწონა :) მომეწონა :)
1. ყველა ადამიანი თანასწორია უფლის და კანონის წინაშე და აქ სხვა რამ ხდება?
"ნეტავ ოდესმე თუ გახუნდება ის, რაც დაწერე, ამ პაწაწინა, გადაგდებულ ციცქნა ფურცელზე?" -
ეს კი ძალიან კარგია + ყველა ადამიანი თანასწორია უფლის და კანონის წინაშე და აქ სხვა რამ ხდება?
"ნეტავ ოდესმე თუ გახუნდება ის, რაც დაწერე, ამ პაწაწინა, გადაგდებულ ციცქნა ფურცელზე?" -
ეს კი ძალიან კარგია +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|