 | ავტორი: ამოკი ჟანრი: პოეზია 1 ნოემბერი, 2013 |
ამბობენ, რომ შავია; ამბობენ, რომ ისე რა... მზის ჩასვლაზე, პლიაჟზე, თოლიებზე მოფენილ, - იქ ხომ მარადიულად ზღვაზე ლაპარაკობენ. ნიჟარებშიც ისმის ამ სევდის წყნარი სიმღერა, რომელიც იმქვეყნიურს დარჩა განუყოფელი. მეკი, ზღვის მოჩვენებას, რითი უნდა ვამკობდე, როცა წყალწაღებული ტალღასავით მივღელავ.
გაშავდაო - ამბობენ (ამობობენ, რომ არც ისე), ფერი დაკრავს მკვდრების და მათი წუთისოფელის: ვინც წავიდნენ და კვალი, ზღვაში ტალღად დატოვეს, როგორც ოქრო - ნარბენი; როგორც ოქრო - საწმისზე... ახლა კი, სიქათქათეს, მისგან ვინღა მოელის?.. გამჭვირვალე ცრემლივით იტევს ზღვა სიმარტოვეს, რასაც სხვა ვერასოდეს გაისიგრძ-სიგანისებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|