(პოეზია ცოდნის, სამყაროს ინტუიციური წვდომის უმაღლესი ფორმაა. იგი უთანაბრდება რელიგიას, როგორც იდეალურ და რეალურ სამყაროებს შორის გადებული ხიდი).
თავდაპირველად ყველა ლოცვა ლექსი მეგონა... დღეს დილიდანაც ერთი სიტყვა - ქარი ვადიდე... და იყო ქარი, და მე ევა მესიზმრებოდა, და გველს ცდუნება მხოლოდ ჩემთან მოვატანინე...
და ქარი ალბათ კვლავ კაენზე ლოცულობს... სიტყვა სიკვდილი მერე შემოვიდა, როგორც მოდაში... და ამ წელს ათი გასული თვე ტაძარში მიჰყავს, ნოემბერს ყვითელ ნატვრებს ვუწყობ მეც ჩემოდანში...
მსურს შემეყაროს რწმენის კეთრი, არ გადამივლის... უღმერთობამ ეს საუკუნე გადაჭრა ათგან... და აბელივით მომლოდინეს მაჩუქებ ღიმილს, წავუყვან ღმერთს და... ვერ ვიპოვნი ბუჩქებში ბატკანს...
ზეცა იხმობდა უღიმღამოდ დარჩენილ პოეტს, წუხელის მთვარე ღრუბლიანმა ქარმა მოცელა... ყველაფერს ვიტევ კიდობანში მე, როგორც ნოე, ნოემბერში კი მეეზოვე ალბათ მოსეა!..
და სიტყვა იყო დილიდანვე - ქარი და მტვერი, ანუ ფილტვები დამიწყლულა ერამ საშინლად... იყო პილატე ხელდაბანით, ძვლები კი მტვრევით, იყო პილატე, რომელმაც ვერ გადამარჩინა...
თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი მწამდა და ვჭამდი ლაგამივით ნერვებს ლექსიანს... სამყაროსავით გადავშალე ბიბლია - წიგნი, რომელიც არის ჩემი ლოცვა და პოეზია!..

თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იგი მწამდა და ვჭამდი ლაგამივით ნერვებს ლექსიანს... სამყაროსავით გადავშალე ბიბლია - წიგნი, რომელიც არის ჩემი ლოცვა და პოეზია!.. წარმატებები გიო!

მართლა პოეზიაა..