ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
3 ნოემბერი, 2013


ახლა ერთად ვართ

მივდიოდი და სულაც არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა , რამე შემშლოდა..არც ისე პატარა ვიყავი. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ჯერ სამსახურიც არ მქონდა სტაბილურად, მაგრამ ამას  ბედნიერებასთან საერთო  არაფერი ჰქონდა.

--- დროა ჩემი ცხოვრება მქონდეს და ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა.თან ეჭვი არ მეპარება  მის გრძნობებში.თუ
სიყვარული არ გამოვცადე, აბა ისე გათხოვებას რა აზრი აქვს. ჩემი გრძნობა ხომ  ძლიერია.ზაზასაც  არანაკლებად ვუყვარვარ.

  ეს  ჩვენი პაემანი პირველი არ იყო... მაგრამ ამჯერად უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა.საღამოს ექვს  საათზე უნდა გამოევლო და ერთად წყნეთში ავსულიყავით, მისი მეგობრის სახლში. პატარა, სამგზავრო ჩანთა აუცილებელი ნივთებით  გავავსე, კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში  და  სიგნალის ხმაც მომესმა.  კარი ფრთხლად გავაღე, მაგრამ ბებიამ მაინც გაიგონა კარის გაღების ხმა და მომაძახა:
---გადიხარ?
---ხო, ბებო, მეგობართან ერთად მივდივარ და ამაღამ არ ვიქნები სახლში.დედამ იცის უკვე--ვუცრუე  და კიბეებზე დავეშვი.
ზაზა სიხარულით შემხვდა, ყველაფერი მოვაგვარეო, მახარა და წყნეთისაკენ აიღო  გეზი.

---საჭმელი გვაქვს რამე?---დავინტერესდი მე.
---ხვალამდე ბევრი რა დაგჭირდება, რაღაცეები მაქვს---დამამშვიდა მან.
---შენები? --მივეჩვიეთ ქარაგმულ ლაპარაკს...
---გაგვიგებენ---თვალი ჩამიკრა ზაზამ.

  გული გამეხსნა, გავხალისდი, ყველაზე მეტად მისი ეს თვისება მომწონს.დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას არავის უთანხმებს.ძლიერია, ძალიან ძლიერი და მიზანდასახული.  მარტო ამის გამოც არ მიყვარს...ძალიან მამაკაცურია, ფიზიკურად ძლიერი და ჩემი გულიც დაიპყრო.ერთმანეთი რამდენიმე წელია, რაც გავიცანით, ჯერ უბრალო ურთიერთობა გვქონდა  და ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა.მე მაშინ ჯერ კიდევ დათოს ვხვდებოდი და ერთმანეთი გვიყვარდა.ახლა ამ წუთში ყველაზე მეტად არაა დათოს გახსენების დრო, მაგრამ მაინც გამახსენდა.
---რაზე დაფიქრდი? ჰაა, ხომ არ გადაიფიქრე? ---კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი.
მეგონა ამ წუთზე ბევრი მქონდა ნაფიქრი, მაგრამ ცოტა მაინც ავღელდი. მერე შემრცხვა ჩემს თავში გაელვებული აზრის და ძალდატანებულად გავიცინე
--- რას ამბობ, ცქნუფუტ, მარცხვენ? ---ვუთხარი მე---უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთისთვის ცქნუფუტებიც ვართ და ცქნუფებიც...
---ხო, ცქნუფუტ, არ გადაიფიქრო, ჩემი ცხოვრება ხარ და  დროა, ერთად ვიცხოვროთ...
  არა, არა...ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ.  ალბათ ყველა ქალიშვილი ასე განიცდის, როცა ამ ნაბიჯს დგამს...
მარტო მე ხომ  არ ვიქნები ასეთი...

ამასობაში მივედით . ზაზა მანქანიდან გადმოვიდა, კარი გამოაღო , მანქანიდან პირდაპირ ხელში ამიყვანა და სახლში ისე შემიყვანა...გავიცინე და ფეხები ავაფართხალე , თუმცა სიამოვნებისგან გულიც კი ამიჩქარდა.
ის ღამე ერთად გავატარეთ.ზაზა ძალიან დიდი სიყვარულით და სითბოთი მექცეოდა.გათენებისას, როცა როგორც იქნა,  ჩაგვეძინა, ტელეფონმა  დარეკა.  ვანიშნე არ უპასუხო მეთქი, მაგრამ ზაზა  ტელეფონთან მაინც მივიდა და მივხვდი, რომ  რაღაც საშინელება მოხდა.  მისი ხმა ისეთი დაგუდული და უმწეო მომეჩვენა, სხეული გამეყინა.
----საყვარელო, ადექი, უნდა წავიდეთ---მომიბოდიშა უცებ.
----რატომ, რამე მოხდა?--ჩავეკითხე მე
----ჩაიცვი თან,  გზაში აგიხსნი ყველაფერს--თვითონაც სასწრაფოდ ჩაიცვა და მანქანაში ჩაჯდა.
----ვის ეხება?---უკვე მანქანაში ვაგრძელებდით საუბარს.
----მამაჩემს---ეს ისე თქვა, მივხვდი, მის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.მამამისს  კერძო ბანკი ჰქონდა და ნაწილობრივ ორივემ ვიცოდით,ბანკში პრობლემები რომ  ჰქონდა და გაკოტრებული იყო,  მაგრამ მაინც ვიმედოვნებდით , რომ როგორმე გამოძვრებოდა. მევალეები ყოველდღე ავიწროებდნენ და ამიტომ იმალებოდა.მაგრამ ახლა უფრო საშინელება რა უნდა მომხდარიყო, ჩვენთვის გაუგებარი რჩებოდა.
ვინანე, რომ სწორედ ახლა  გადავწყვიტეთ ჩვენც ერთად ცხოვრება და ეს ვერ გავთვალეთ. ამ გაუგებრობაში მათ სახლში მისვლა ნამდვილად არ მინდოდა და ზაზას ვუთხარი:
---ცქნიფ, მე ჩემ სახლში წამიყვანე რა...ამაღამ არ მინდა თქვენებთან გამოჩენა.
---შეიძლება მასე უკეთესი იყოს, ახლა დედაჩემის ისტერიკას ვერც მე გავუძლებ, დავალაგებ ყველაფერს და მოგაკითხავ.

მან  ჩემ ბინასთან ჩამომსვა, მაკოცა , ცქნუფუტ, მიყვარხარო, კიდევ ერთხელ გადმომძახა და წავიდა....

  (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები