ამბობენ, სახლში შავი ფარდები უბედურების მომასწავებელიაო, ყველაფერ ავს ისრუტავენ და უარყოფით ენერგიას აფრქვევენო, მე რა თქმა უნდა არ მეჯერა ამ სისულელის და ფარდებს ჩემი საძინებლის ფანჯრებში მხოლოდ ღამღამობით ვაფარებდი როდესაც შუქს ვანთებდი, რომ მეზობელი კორპუსიდან არავის დავენახე. აი ასე ვცხოვრობდი ბედნიერად და უცებ ზარის ხმა გაისმა, მე ტელეფონი ავიღე და მორიგე პატრულის თანამშრომელი რეკავდა, მკვლელობაა მომხდარი ბარში კაცია მოკლულიო... ღამის 2 საათი იყო სასწრაფოდ ჩავიცვი დავქოქე მანქანა და პეროვის 14 ისკენ გავეშურე როგორც მორიგემ ჩამაწერინა მისამართი.. ახალმისულს ჩემი მეწყვილე ზურა გორგოძე შემომეგება: - აქაურობის „ბოსია“ მკვდარი - რამ მოკლა? - ტყვია აქვს თავში ნასროლი; - უყურე შენ, ხმა არავის გაუგია? - არა ტაქსისტს შეუნიშნავს, რომ ფანჯარა იყო ჩამსხვრეული - მოცა, შენ გინდა თქვა, რომ გარედან ესროლეს? - მე რა მინდა? მასეა და.. ექსპერტები მუშაობენ - ვაა.. პირველი მკვლელობა რომელიც პროფესიონალურადაა შესრულებული.. - ხოო საინტერესოა მითხრა ზურამ და თვალი თვალში გამიყარა.. განყოფილებაში, რომ მივედით უკვე დილის 5 საათი იყო, მთავარმა პროკურორმა დამირეკა და მითხრა: - აბა შენი იმედი მაქ, როგორ გამოიძიებ ამ საქმეს, ხო იცი შენი კარიერა ამაზეა დამოკიდებული?! - დიახ. მეტი არაფერი მითქვამს და ეგრევე კრიმინალისტიკის განყოფილებაში შევაჭერი - რა ხდება გოგი? - განსაკუთრებული არაფერი, გამჭოლი ჭრილობა არაა, ტყვია თავიდან ამოვუღეთ, მსხვილკალიბრიანი შაშხანითაა მკვდარი, როგორც ჩანს შორიდან ესროლეს, ესე 700-800 მეტრიდან, გვამი 7 საათის მკვდარია, სხვა სიახლეებს შეგატყობინებთ.. - მადლობა გოგი, ზურა უნდა გავარკვიოთ რატომ დაჭირდათ გივი გელაშვილის მკვლელობა, ვინ შეუკვეთა და რატომ - ხო, მე მგონია ზარალას უნდა ვესტუმროთ, ეგაა „პრისტუპნიკების“ მფარველი... - კაი წავედით.. შენობიდან გამოვედით თუ არა უცებ ალმოდებული ჩემი მანქანა ჰაერში აიწია და მისმა აფეთქების ტალღამ 2 მეტრში გადაგვაგდო.. ზურა წამოდგა და სიცილი დაიწყო, ესღა გვაკლდაო ჩაილაპარაკა და ტაქსი გააჩერა, მე შეშინებული წამოვდექი და სიტყვაც კი ვერ ვთქვი ისე მივბობღდი ტაქსამდე, თან ცივი ოფლი მასხავდა და ხელიდან სისხლი მომდიოდა, ზურამ ცხვირსახოცი მომაწოდა მოიწმინდე და ზარალას უნდა დავადგეთ დაიკიდე რაც მოხდაო მერ არაფერი მითქვამს თავი დავუქნიე და სავარძელს მივეყუდე... რომ მივედით შესასვლელთან 2 ზორბა მამაკაცი იდგა და საითო?! ვუთხარით საითაც დაურეკეს და ზარალამაც ამოუშვით ერთი რა უნდათო ზარალასთან რომ შევედით ფეხზე წამოდგა და დაბრძანდითო 2 სავარძელზე მიგვითითა, არა „პეშკომ პასტაიტო“ უცებ მოხსნა ზურან დაძაბულობა (რაც ყოველთვის კარგად ეხერხებოდა) ზარალას გაეცინა: - აბა რას მივაწერო ასეთი პატივი? პროკურატურამ მომაკითხაო? რაო ბიჭებო მოგენატრეთ? - გივის მკვლელობის საქმეს ვიძიებთ, უთხრა ზურამ - მერე მე რა ეჭვმიტანილი ვარ? - არა ჯერ ჯერობით! - ანუ? - ის, რომ შენ ყველაზე მეტად გაწყობდა გივის მკვლელობა - რათა ვითომ? - იმათა, რომ მაგის ბარს შენ დაითრევ ეხლა - კი მართალია, გივის სიკვდილმა გული დამწყვიტათქო, რომ გითხრათ მოგატყუებთ, მაგრამ მე არ მომიკლავს - აბა თავი მოიკლა? გაუცინა ზურამ - შეიძლება, ამათ სულელურ დიალოგს ვეღაარ გავუძელი და მეც ჩავერთე: - ზარალ, იცოდე თუ ის კილერი შენ დაიქირავე ჩათვალე, რომ მინიმუმ 20 წლით ჩაგსვავ ციხეში და ამაზე პირადად მე ვიზრუნებ, - მოიცა კაცო? რაის კილერი? რა კილერმა მოკლა? - ჰო, აბა მართლა თავს ხო არ მოიკლავდა? - იცი, ამბობენ ერთი კილერი დადის ქალაქში, მაგრამ რამდენად წაგადგებათ არ ვიცი.. - ჰაა ამოშაქრე ვინაა ! - სახელი და გვარი არ ვიცი, არც ის ვიცი სად ცხოვრობს და ვისზე მუშაობს, მხოლოდ, ის ვიცი, რომ მაკოს ეძახიან მაგრამ ნამდვილი სახელი არავინ არ იცის, არტ კაფე ბიტლზებში უნახავს ჩემს ერთერთ ბიჭს - მოიცა კაცო? კილერი გოგოა? - ხო - ვაა ვინაა? ნიკიტაა ეგ ჩემისა?! სიცილნარევი სიბრაზით ვთქვი მე, თვალით ზურას ვანიშნე წავედითთქო და კარები გავიხურე.
განყოფილებიდან სახლში წასვლა არ მინდოდა, და იქვე ბარში ჩავედი, ჩემთვის ვიჯექი და მარტინს ვწრუპავდი, როცა ერთი ულამაზესი ქალი მომიჯდა და ყურში ჩამჩურჩულა, ეს ვერ გაგაბედნიერებსო, მე შევხედე და მისმა სილამაზემ თვალი მომჭრა, თეთრი კბილები სწორი ცხვირი ბოლოში ოდნავ მოკაუჭებული, გაბანტული ტუჩები და ყავისფერი დიდრონი თვალები რომელბიც მხოლოდ მე მიცქერდნენ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო ოფიციანტს მოუხმო და ჩემთვის კიდევ 1 ჭიქა შეუკვეთა, - მემგონი დღეს ბევრი დავლიე და მეჩვენებით - არა არ გეჩვენები ! და ლამაზი წამწამები ააფარხულა - ვიცნობთ ერთმანეთს? - შენ არა მაგრამ მე გიცნობ - ხოო? - შენ ის არა ხარ შავი ფარდები რომ გიკიდია და ყოველ საღამოს, რომ აფარებ? - აჰა, ანუ მეზობელი ხართ; გამეღიმა მე - კი ხშირად გიყურებთ და ყველაზე სასურველ მომენტში აფარებთ ხოლმე. ამასობაში ოფიციანტმა კიდე 2 მარტინი მოგვიტანა და მე ისე დავთვერი, რომ ძლივს ვხედავდი ირგვლივ მჯდომ ხალხს (თან მთელი დღეღამის უძილოს და უჭმელს უცებ მომეკიდა სასმელი) - იცით პირველსავე შემხვედრს არ ველაპარაკები, ხოლმე მეგრამ, რახან თქვენ მეზობელი ხართ თან ულამაზესი, გამონაკლისს დავუშვებ - თავს იფასებთ? - არა არ ვიფასებ სიმართლეს ვამბობ, არც სახლში ვპატიჟებ პირველივე შემხვედრს, თუ წამოხვალთ რა თქმა უნდა. მან გადაიკისკისა და ოფიციანტს დაუძახა ანგარიშიო მე ფული ამოვიღე უნდა გადამეხადა, მაგრამ ვინ გაცალა?! ისე ძლიერად მომკიდა მაჯაზე ხლი და უკან გამაწევინა, რომ ცოტა არ იყოს შემეშინდა და გავიფიქრე რა ძლიერი გოგო ყოფილათქო. ბარიდან ერთად გამოვედით და სანამ მე ვეტყოდი ჩემი მანქანა დილით აფეთქდა და ტაქსით წავიდეთთქო მე უკვე ტაქსის კარების სახელურზე მეკიდა ხელი... - ეხლა საით? ვიკითხე მე - შენთან, აღარ მეპატიჟები? თან გადაიკისკისა მერე გადმოიხარა და ისე ძლიერად მაკოცა, რომ სუნთქვა შემეკრა და რომ არა ტაქსის წითელზე უეცარი გაჩერება შეიძლება კოცნის მსხვერპლიც კი გავმხდარიყავი. სახლში რომ შევედით, სანამ მე ჭიქებს ძებნა დავუწყე მას სუფრა უკვე გაწყობილი ქონდა და მომხიბლავად მიყურებდა თავისი დიდი თვალებით. - შავ ფარდებს არ ჩამოაფარებ? - ჯერ დავლიოთ - კარგი, მაინც ვერ ვხვდები რატომ შავი? - არ ვიცი, შავი მინდოდა თეთრი ვარდებით, მაგრამ ვერსად ვიშოვე - თეთრი ვარდები მეც ძალიან მიყვარს - ჰო, მეც, თან შავი და თეთრი ერთმანეთს უხება და კონტრასტს ქმნის.. - ჰოო, მოდი ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს - გაუმარჯოს მთელი ღამე ერთად გავატარეთ, ფარდები კი ამჯერად არ ჩამოგვიფარებია, დილით ზურას ზარმა გამომაღვიძა, ლოგინი, რომ მოვსინჯე მარტო ვიყავი, წამოვდექი და მაგიდაზე კონვერტი დამხვდა ზედ წერილით: „ წუხანდელი ღამისთვის დიდი მადლობა საყვარელო, ძალიან კარგი იყავი, ბოდიშს გიხდი შენი მანქანა, რომ ავაფეთქე, აქ 10 000$ ია და შეგიძლია ამ ფულით ახალი მანქანა იყიდო. გკოცნის შენი მაკო“
სამი თვის შემდეგ: - მოქალაქე მაია სანდროშვილო ზედმეტსახელად მაკო: რატომ მოკალით ასე სასტიკად პოლიციის კაპიტანი ზაზა ბერაძე? - მიღალატა ! - რას ქვია გიღალატა? თქვენი მეუღლე იყო? - არა... მთელი ცხოვრება... - იქნებ უფრო კონკრეტულად? - მინდა გითხრათ, რომ 3 თვის წინ გავიცანი იგი, მე ის იმ დღესვე შემიყვარდა, მე მოვკალი გივი გელაშვილიც და კიდევ ბევრი ხალხი მყავს მოკლული, მაგრამ იმათ ფულის გამო ვკლავდი ეს კი სხვა შემთხვევაა და ამიტომაც დავტიროდი მის გვამს... მაკოს თავისი დიდი თვალები აუცრემლდა და ხმა წაუვიდა.. - მე ის მიყვარდა, სიგიჟემდე, მაგრამ მან მე მიღალატა, თავის მდივანზე გამცვალა და ამიტომაც შური ვიძიე.. - კი მაგრამ, ხომ იცოდით, რომ ისინი შეყვარებულები იყვნენ და დაქორწინებას აპირებდნენ?! - არ ვიცოდი, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, როდის მიდიოდა, როდის მოდიოდა, სად ედგა საწოლი მაცივარში რა ქონდა, ვინ ურეკავდა და ვისთან მიდიოდა, როდის რა საქმეს იძიებდა... მისი შეშინება მინდოდა და მანქანა ავუფეთქე, მერე კი ფული დავუტოვე, რომ ახალი ეყიდა, მან კი რა ქნა? წავიდა და იმ მდივანს უყიდა ახალი მანქანა, მე კი ვერ მოვითმინე მას ფანჯარაში ვუყურებდი , თუ როგორ საუბრობდნენ ხელებით, ავიღე ჩემი შაშხანა და პირდაპირ თავში დავუმიზნე, სროლას არც ვაპირებდი მაგრამ უცებ ბრაზი მომერია ისევ და სასხლეტს ხელი გამოვკარი, არაფერი არ მესმოდა მხოლოდ ის დავინახე როგორ წაიქცა ზაზა და მისი სისხლი ფარდებს ასველებდა, შეშინებული ქალის განწირული კივილმა მხოლოდ მაშინ შემაწუხა როცა მის სახლში იმვედი, შემდეგ შესინებული ის ქალი გაიქცა, მე კი მასთან მივედი და ვერც კი ვაცნობიერებდი რა მოხდა... - გასაგებია თქვენი ჩვენება, ანუ აღიარებთ მკვლელობას? - დიახ ვაღიარებ და ვნანობ ჩემ საქციელს, მე ის ეხლაც მიყვარს და არ უნდა მომეკლა... - ყველაფრისდა გათვალისწინებით სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას: მაია სანდროშვილს ზედმეტსახელად მაკოს მიესაჯოს განზრახ მკვლელობისთვის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლი სამართლის კიდექსის 109 მუხლის ტანახმად სამუდამო პატიმრობა...
მაკომ ციხეში დიდხანს ვერ გაძლოო, სამი წელი იცოცხლაო და ძილშიც თურმე ტიროდა, ზაზას ეძახდა და პატიებას თხოვდაო... დილით ბადრაგი შემოწმებაზე რომ შესულა მაკო უკვე ცივი იყოო და თეთრი ფითქინა ფერი ქონდაო, მან მხოლოდ წერილი დატოვა სადაც აღწერდა, რომ მისი მოკლული ყველა ადამიანი ყოველღამე ესიზმრებოდა და პატიებას თხოვდა ყველა თავის მოკლულის ოჯახსო. ითხოვდა რომ გარდაიცვლებოდა ზაზას გვერდით დამკრძალეთო...
ოცდაორი წლის შემდეგ:
- ბებო ბებო ესაა ბაბუას საფლავი? - ხო, ბებო გენაცვალოს - რა ლამაზია ეს ორი თეთრი ვარდი!! - ხო შვილო - ბებო?! - რა? - ეს შავგვრემანი ქალი ვინაა? ზაზა ბაბუას და არის? - არა შვილო... - აბა? - ის არის შენი ნამდვილი ბებია... - კარგი რა ბებო რატომ იცი ხოლმე ესეთი ხუმრობა? - არ ვხუმრობ, შენ მისი სახელი გქვია, მე ვთხოვე მამაშენს მაკო დაერქმია შენთვის მასაც მაკო ერქვა, როგორც შენ, - აბა აქ მაია რატომ წერია? - ეს მისი ნამდვილი სახელია, ისე კი მაკოს ეძახდნენ... - მაშინ“ გამარჯობა მაკო ბებია, მეც მაკო მქვია სასიამოვნოა ჩემთვის შენი გაცნობა..... მოხუც ქალბატონს გაეცინა ბავშვის ნათქვამზე, გულში ჩაიკრა აკოცა და უთხრა: ამ ქალს ვუმადლი, რომ მე ოჯახი მყავს მამაშენი და შენი თავი მარგუნა. მან თავისი შვილი მაჩუქა და მთხოვა როგორც საკუთარს ისე მომეარა, არა და მან რა იცოდა, რომ მე საკუთარი შვილი არასოდეს მეღირსებოდა, სწორედ ბაბუაშენის გარდაცვალების დღეს მის სახლში ვუთხარი, რომ მე შვილი არასოდეს მეყოლებოდა და მას შემდეგ რაც მოხდა აღარ მინდა ლაპარაკი.. მოხუცს დანაოჭებულ სახეზე ცრემლები ჩამოეღვენთა... - ბებო რატომ ტირი? დღეიდან მე კიდევ ერთი ბებო შევიძინეე !! მას აღარაფერი არ უთქვამს, მშვიდად გამობრუნდა შვილიშვილთანხელჩაკიდებული და კოჭლობით გააგრძელა სასაფლაოდან გამომავალი გზა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. შენობიდან გამოვედით თუ არა უცებ ალმოდებული ჩემი მანქანა ჰაერში აიწია და მისმა აფეთქების ტალღამ 2 მეტრში გადაგვაგდო.. ზურა წამოდგა და სიცილი დაიწყო, ესღა გვაკლდაო ჩაილაპარაკა და ტაქსი გააჩერა,
მართალია, ჰოლივუდის ფილმივით ძალიან მარტივად იცვლება აქ სიტუაციები, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჩავიკითხე და მომეწონა კიდეც ))
და იუმორმა მომხიბლა ძალიან:) შენობიდან გამოვედით თუ არა უცებ ალმოდებული ჩემი მანქანა ჰაერში აიწია და მისმა აფეთქების ტალღამ 2 მეტრში გადაგვაგდო.. ზურა წამოდგა და სიცილი დაიწყო, ესღა გვაკლდაო ჩაილაპარაკა და ტაქსი გააჩერა,
მართალია, ჰოლივუდის ფილმივით ძალიან მარტივად იცვლება აქ სიტუაციები, მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ჩავიკითხე და მომეწონა კიდეც ))
და იუმორმა მომხიბლა ძალიან:)
6. "ესეც ცარიელი ნავია" :) პ.ს. გამგები გაიგებს :)))) "ესეც ცარიელი ნავია" :) პ.ს. გამგები გაიგებს :))))
5. არც ამაღელვებელია, არც ემოცია მოდის და არც ნაწერი გადის ,,ცუდი არაას,, კატეგორიაში, ჩემი აზრით.
ვააჰ, კარგით რა.
ავტორს წარმატებები.
არც ამაღელვებელია, არც ემოცია მოდის და არც ნაწერი გადის ,,ცუდი არაას,, კატეგორიაში, ჩემი აზრით.
ვააჰ, კარგით რა.
ავტორს წარმატებები.
4. უარყოფითი ემოცია შევიგრძენი, თუმცა არ არის თავად ნაწერი ცუდი.
უარყოფითი ემოცია შევიგრძენი, თუმცა არ არის თავად ნაწერი ცუდი.
3. უარყოფითი ემოცია შევიგრძენი უარყოფითი ემოცია შევიგრძენი
2. ++ ემოცია ვიგრძენი... ++ ემოცია ვიგრძენი...
1. ამაღელვებელია, წარმატებები!!! ამაღელვებელია, წარმატებები!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|