 | ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2021 |
ნუღარ მიყურებ თვალებში, ნუღარ, სავსეა ცრემლით, ტკივილით, დარდით, ნუ მეუბნები ასეთი ნუ ხარ, გახდი ისეთი, როგორიც მყავდი.
ეჰ, წინათ, წინათ ვუსმენდი მუზებს და შენც გიცქერდი სხვაგვარი კდემით, ახლა კი ახლა წვიმის ხმას ვუსმენ, მაგრამ ყოველ შენს ტკივილზე ვკვდები.
თუ მაინც წახვალ სადმე გულს იქით, თუ მაინც შევსვი ტრფობის ფიალა, მაშინ გჯეროდეს, რომ სულით მოვკვდი, ამ გრძნობამ კი არ გადამიარა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სულის სიკვდილი ეს სულით დაცემაა, სულიერ სამყაროში.... პოეზიას შეუძლია ნებისმიერი ბანალის განახლებულ ფერებში აჟღერება და ეს მხოლოდ პოეზიას შეუძლია!.. ❤️❤️❤️❤️❤️❤️ სულის სიკვდილი ეს სულით დაცემაა, სულიერ სამყაროში.... პოეზიას შეუძლია ნებისმიერი ბანალის განახლებულ ფერებში აჟღერება და ეს მხოლოდ პოეზიას შეუძლია!.. ❤️❤️❤️❤️❤️❤️
7. დადე ახლებიც, ამ ლექსზე არ გაჩერდე. დადე ახლებიც, ამ ლექსზე არ გაჩერდე.
6. უცოდველი, ქვის სროლა და სახარებისეული იგავები არ იყოს ახლა... ავტორს თუ რაიმე არ მოეწონება თავად იტყვის. უხერხული მგონია, თავის გამოდება :) აქ ავტორების გარდა, მკითხველები არიან, შესაძლოა სულ არ წერდე, ცხოვრებაში ერთი ლექსიც არ დაწერო, მაგრამ აღიქვამდე და აფასებდე. უცოდველი, ქვის სროლა და სახარებისეული იგავები არ იყოს ახლა... ავტორს თუ რაიმე არ მოეწონება თავად იტყვის. უხერხული მგონია, თავის გამოდება :) აქ ავტორების გარდა, მკითხველები არიან, შესაძლოა სულ არ წერდე, ცხოვრებაში ერთი ლექსიც არ დაწერო, მაგრამ აღიქვამდე და აფასებდე.
5. ჰმ. ბანალურია, გაცვეთილია.....კი მაგრამ ვინც უცოდველია, იმან გააკრიტიკოს. თუ ვინმემ ეგრევე დახვეწილად დაიწყო წერა??? ჰმ. ბანალურია, გაცვეთილია.....კი მაგრამ ვინც უცოდველია, იმან გააკრიტიკოს. თუ ვინმემ ეგრევე დახვეწილად დაიწყო წერა???
4. გაცვეთილი რითმებია გაცვეთილი რითმებია
3. მადლობა, რომ წაიკითხეთ. მადლობა, რომ წაიკითხეთ.
2. სული უკვდავია! სული უკვდავია!
1. აშკარად გიყვარტ და გრძნბთ პოეზიას, მაგრამ ბანალურ ფრაზებს ვერ აღწევთ თავს.ამისგან თუ გათავისუფლდებით, გაცილებით საინტერესოიქნება მკითხველისთვის (ჩემთვის მაგალითად) თქვენი ნაწერები.
ტრფობის ფიალა, მუზების მოსმენა და წვიმის ხმები აღარაფერ სიახლეს აღარ მთავაზობს. აშკარად გიყვარტ და გრძნბთ პოეზიას, მაგრამ ბანალურ ფრაზებს ვერ აღწევთ თავს.ამისგან თუ გათავისუფლდებით, გაცილებით საინტერესოიქნება მკითხველისთვის (ჩემთვის მაგალითად) თქვენი ნაწერები.
ტრფობის ფიალა, მუზების მოსმენა და წვიმის ხმები აღარაფერ სიახლეს აღარ მთავაზობს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|