ჩემი დროის მანქანა ბიძაჩემის დაფეხვილი „მოსკვიჩი“–სგან ავაწყე, რომელიც დროში უფრო სწრაფად გადააგილდებოდა, ვიდრე ხმელეთზე. ერთი ორს წაიფრუტუნებს, მერე ჩაიხრიალებს ბებერი კაცივით და ბოლოს დაიქოქება.. და აი, დიდი წვალებისა და ხვეწნა მუდარის შემდეგ დაიქოქა ჩემი დროის მანქანაც .... ცა იყო ლურჯი სპეტაკი და კრიალა, მზე ისე ანათებდა თითქოს ჩასვლას არასდროს არ აპირებსო, ყველგან ლამაზი, მაღალი და ბროლისფერი შენობები იდგა, ქუჩები ფართო და სუფთა, ირგვლივ ბევრი მანქანა დადიოდა რომლის მსგავსიც ჯერ არავის ენახა. ტროტუარები ლამაზი ყვავილებით იყო მორთულ-მოკაზმული და შორიდან დროდადრო ჩიტების გაბმული ჭიქჭიკი თუ დაარღვევდა მყუდროებასა და სიმშვიდეს. ყველა ადამიანს ძვირფასად ეცვა და საქმიანად დააბიჯებდნენ ქუჩაში. უცბად მწვანეთვალება გოგონა მომიახლოვდა, – რომელი საათია? – მკითხა და დიდრონი მწვანე თვალები ააბრიალა, –ახლა რომელი წელია? – კითხვა კითხვითვე დავუბრუნე მე; –2111 წლის 3 აპრილი – მიპასუხა მან და გამიღიმა. მისმა ღიმილმა ისე მომხიბლა, რომ გავბედე და იქვე კაფის წინ ქოლგაგადაფარებულ ლამაზ მაგიდასთან მივიპატიჟე. ეტყობა გოგონასაც მოვეწონე და უარი არ უთქვამს, ჩემს წინ ხის დაწნულ სკამზე ჩამოჯდა. მე ვერ ვაცნობიერებდი თუ სად მოვხვდი და გაოგნებული ვიყურებოდი, მას ეს არ გაჰკვირვებია და ამიხსნა თუ რა ხდებოდა აქ „მომავალში“, თურმე: მხოლოდ სიკეთე არსებობდა, მხოლოდ სილამაზე, ყველა მდიდარი იყო და ფულზე არაფერი იყიდებოდა, ყველას ყველაფერი უფასოდ ჰქონდა, აი ასე უბრალოდ, მხოლოდ ინატრებდნენ და მორჩა. ყველას ყველა უყვარდა, ყველა იღიმებოდა, ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო, ყველას ოცნება და ნატვრა სრულდებოდა და მისი ნატვრაც თურმე მე ვიყავი, რომელიც უზომოდ შეიყვარებდა და სამუდამოდ მასთან დარჩებოდა. მე არ მეჯერა ამ ყველაფრის და მეგონა, რომ ეს გოგონა რაღაცას მატყუებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაც წუთები გადიოდა უფრო და უფრო მიყვარდებოდა ეს გოგო, თითქოს დიდი ხნის წინ ნანატრ ზღაპრულ პრინცესას შევხვდი და მისი ცქერით ვტკბებოდი. მე უცბად გავაცნობიერე რაც ხდებოდა ჩემს ირგვლივ, რადგან უკვე ამ სამყაროს ნაწილი ვიყავი და ყველა ჩემი ნატვრა უსიტყვოდ სრულდებოდა. უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი თავს, თითქოს სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავდა და თავბრუ მეხვეოდა, რაც მის დიდრონ მწვანე თვალებს ვუყურებდი, მის გამჭოლ მზერას, ვარდისფერ გაბანტულ ტუჩებს,რომლებიც დროდადრო მიღიმოდნენ, სულ უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა ეს გრძნობა. მე ვერ გავუძელი ამ ცდუნებას, ხელი მოვხვიე ჩემსკენ მოვიზიდე და ძლიერად ვაკოცე, გოგონამაც მომხვია ორივე ხელი კისერზე და ისე ძლიერად მომიჭირა რომ სუნთქვა შემეკრა, ეს წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა და მსურდა არასდროს დასრულებულიყო. რიგრიგობით ვსუნთქავდით რათა ალერსით ერთმანეთი არ დაგვეხრჩო. თეთრი ვარდის ფურცლები გვათოვდა და არემარეს ისე ეფინებოდა როგორც ზამთარში თოვლის ფიფქები. უცბად ამ ყველაფერმა დიდი ოქროთი მორთულ და მოვარაყებულ მაღალ ოთახში გადაინაცვლა, სადაც თეთრი აბრეშუმის დიდი საწოლი იდგა, თავი ზრაპარში მეგონა და ეს მახარებდა. არ მინდოდა ეს ღამე ოდესმე დასრულებულიყო, რომელსაც ერთმანეთის სითბოსა და ალერსში ვატარებდით და ასე ალერსით დაღლილებს, ერთმანეთის სიყვარულით გაჟღენთილებს არ ჩაგვეძინა... დილით, ნაცნობმა ხმაურმა გამომაღვიძა: უცბად ვერ მივხვდი, ყური კარგად მივუგდე და ვიცანი, ბიძაჩემის მოსკვიჩის ხმა, რომელიც დილაადრიან სოფელში წასასვლელად ემზადებოდა. მე გამახსენდა ჩემი სიზმარი, გამახსენდა ის მწვანეთვალება გოგონა და ის სამყარო, სადაც სულ რამოდენიმე წუთის წინ ვიყავი და ვინატრე, ნეტა მართლაც ასი წლის შემდეგ იყოს ასეთი სამოთხესავით თბილი და კეთილი სამყარო, სადაც მართლაც ყველა ადამიანის ნატვრა და ოცნება სრულდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზღაპრულ დროის მანქანაზე, რომელიც ჩემ სიზმარში ბიძაჩემის დაფეხვილი მოსკვიჩისგან ავაწყე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. სამყაროს შეცვლის სურვილია ზუსტად ამ ნაწარმოების არსი :) სამყაროს შეცვლის სურვილია ზუსტად ამ ნაწარმოების არსი :)
2. კარგი სიზმარი მართლაც ერთ რამედ ღირს. +++ კარგი სიზმარი მართლაც ერთ რამედ ღირს. +++
1. მშვენიერი სიზმარია , თუმცა ნაწარმოების პერსონაჟს ახლაც შეუძლია აუხდეს ნატვრა: მწვანე თვალებიანი ზღაპრული პრინცესა, თეთრი აბრეშუმის დიდი საწოლი, მოფერებები, სიყვარულები,, , . ოღონდ სამყაროს შეცვლის გარეშე. ადამიანი, პიროვნება უნდა შეიცვალოს, სიკეთე უნდა დამკვიდრდეს და ყველაფერი იქნება კარგად, ყველა სურვილი აგვსრულებოდეს. მშვენიერი სიზმარია , თუმცა ნაწარმოების პერსონაჟს ახლაც შეუძლია აუხდეს ნატვრა: მწვანე თვალებიანი ზღაპრული პრინცესა, თეთრი აბრეშუმის დიდი საწოლი, მოფერებები, სიყვარულები,, , . ოღონდ სამყაროს შეცვლის გარეშე. ადამიანი, პიროვნება უნდა შეიცვალოს, სიკეთე უნდა დამკვიდრდეს და ყველაფერი იქნება კარგად, ყველა სურვილი აგვსრულებოდეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|