ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამოკი
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2013


# # #

თარიღები და დღესასწაულები
ნათლად გიჩვენებს კაცის რაობას:
თუ რამდენად განსხვავდება იგი,
იმისგან, რაც ერთ რიგით დღეს იყო.

ფარისეველობაა: იყო ცხვარი
ტაძარში და მის გარეთ მგელი.
მით უფრო მაშინ, თუ კი ტაძარი,
ოქროს ჯაჭვით, ან ძაფით გკიდია, -

მუდამ თან დაგაქვს, როგორც სტიგმატი,
რომელიც არა და არ გესახება:
შენ დაიკარგე ქალაქში - ცხვარო
და საპოვნელად მგელივით მისდევ,

მისდევ, რომ მსხვერპლად შესწირო
შენს თავს და თარიღს: შენი სიკვდილის,
რიგით კანიბალს როგორც შეშვენის,
რომ სინანულმა არ შეგაწუხოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები