ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2013


შავი კენგურუ

შავი კენგურუ გარბის გვალვით გადამხმარ ველზე.
არაუშავს თუ შემთხვევით გაისვრი და ვერ ამაცილებ,
ხომ იცი, ვიდრე ჩემი იმედი გაქვს მე არ მოვკვდები,
მზე აცხუნებს, გულის კედლებს ახმება სისხლი,
იცრემლებიან ხის ფესვებში ჩამალული ფიქრის წვეთები.
ხოლო კენგურუ , ყველა ნახტომთან ,თავის სიცოცხლის თითო წუთს ტოვებს,
ხითხითებენ ნატერფალები,
მეც გავიქცევი, იქნებ მაინც დავემალო
მცხუნვარე ნზეს და შენს, შემთხვევით გასროლილ ტყვიას,
იქნებ მივასწრო დასასრულამდე.
                                                   
                                                                      15  11  2013

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები