 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 17 ნოემბერი, 2013 |
დასანანია, თქვენ რომ არ მიცნობთ... ვიცი! უთუოდ შემიყვარებდით. თქვენ კი, იცინით, ისე ხალისობთ, ერთს არ მომხედავთ გულმოწყალებით.
თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ ნუთუ თქვენ არ ძალგიძთ თუნდაც მომისაკლისოთ?.. გთხოვთ! მაგ ღიმილით მომაჩუქურთმეთ, გული მზადა მაქვს საპარაკლისოდ.
თქვენ გაეცანით მხოლოდ გარეკანს, მე კი, ტყავს ვიძრობ თქვენთვის მეასედ! რომ ამ სიყვარულს რამე დაერქვას, გთხოვთ, სანახევროდ ჭიქა შეავსეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|