ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2013


არარსებულ ძმას

ხმა მესმის ცრემლიანი ბაასი მეეზოვის,
მელანი გამეტებით ანთხევდა ბოროტებას,
ნაღველი დამიგროვდა ფიქრებთან მცირე ზომის,
როდესაც არარსებულ ძმის მქონდა მონატრება...

ღრიალებს უჩვეულოდ უძილო მარწუხები,
ხმა მესმის თოთო ბავშვის პირველი ამოსუნთქვა,
გავგიჟდი,მეკეტება,არადა არ ვწუხდები,
ფილტვებშიც უჟანგბადო სტროფები ამოდუღდა...

როდესაც დაძინების დავიწყე გაფიქრება,
უკნიდან შემომესმა ხმაური თოთო ბავშვის,
დაეწყო გაგიჟებით ჩემ სახეს გაფითრება
გულიდან წამოსული ყელამდე შიშით გავშრი...

წრიალებს,არ ჩერდება მარჯვენა პარკუჭიდან
სულამდე გავლებული ნერვების მოძალება,
გადიდდა შიშის ძალა იმ მცირე ნაკუწიდან
რომელსაც წინა სტროფში ვუწოდე მონატრება...

ხმა ისმის უდარდელად ჩემი ძმის, აივნიდან,
შეშლილი პოეტივარ,ამ ღამით გაფრენილი,
ვფიქრობ რომ ფეხზე დგომით თავისით გაივლიდა
ჩემ გულზე! მაშინ როცა დარდია დაფენილი...

და როცა ცრემლიანად წერისას დამათენდა,
და როცა სულში მჭამდა ფიქრების მოძალება,
მივხვდი რომ სევდიანი ფიქრები გამათრევდა
(მე სადაც, არარსებულ ძმის მქონდა მონატრება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები