როგორც გვჩვეოდა, ვეღარ გავივლით ამ გვიან ღამეს, უკვე ვეღარა. თუმც არ დამჭკნარა მთლად ეს ყვავილი და როგორც მთვარე - მოსჩანს ფერმკრთალად.
და როგორც ხმალი ცვეთს ქარქაშს - მისსას, სულმაც გაცვითა უკვე ეს მკერდი, გულმაც სიხშირე უნდა დაიცვას და სიყვარულმაც ისვენოს გვერდით.
თუმც ღამე იქმნა სიყვარულისთვის, - თენდება დილა ჩვეულზე ადრე, ვეღარ გავივლით აწ უკუნითი, რარიგ კაშკაშა აენთოს მთვარე.
http://www.poetryfoundation.org/poem/173101
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|