იმ გრძელ ღამეებს, წითურთმიანებს, ჭრელი წინდები ეცვათ, ვით პეპის, ჩვენ ხელში ბადით მივდევდით ზაფხულს და ერთმანეთში პეპლებს ვიჭერდით.
ჩვენ სახურავზე ვცხოვრობდით მაშინ, ფერად ყუთებს და ზანდუკებს შორის, ვიხედებოდით ვიწრო ფანჯრიდან და უსასრულო სივრცით ვტკბებოდით.
ჩვენ სათამაშო ნიღბებს ვირგებდით და შეუცნობლად ვბაძავდით დიდებს. წარმოვიდგენდით, რომ ვართ დიდები და მთვარეს თითის წვერით ვეხებით.
*** უეცრად, გაზრდის ელექსირივით, დაბლა გაგორდა წითელი ვაშლი, თორმეტ-ცამეტი წლისებმა მაშინ ჩვენ დავიძახეთ: "ჰოპ" და გადავხტით.
ვინც კი ჩაკბიჩა გრძნეული ვაშლი, დაუფარავი იგრძნო სიშიშვლე. ეს იყო წყევლა, სხეულებს შიგნით გვედგა ტანსაცმლით სავსე კარადა.
იმიერიდან ასეა მუდამ, ცამეტი წლიდან აღსასრულამდე, იმ კარადიდან ვიღებთ ტანსაცმელს ჩვენი სიშიშვლის დასაფარავად.
*** იმ კარადიდან ვეზიდებით ჯემპრებს და შარვლებს, პერანგს და საცვალს ნიღაბივით ყოველდღე ვიცვლით. სავსე კარადა სამოს-სამოს ცარიელდება. ტანსაცმლის უკან, კარადაში, ვიღაცა იცდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. :) მადლობა. :) მადლობა.
4. ჰო პირველი კაი იყო...ბავშვობა...:-* შემდეგ გაზრდილები...წითელვაშლნაჭამები...-...გასაგებია რასაც გულისხმობს ავტორი, მაგრამ შესრულება ვერ...:) +3 ჰო პირველი კაი იყო...ბავშვობა...:-* შემდეგ გაზრდილები...წითელვაშლნაჭამები...-...გასაგებია რასაც გულისხმობს ავტორი, მაგრამ შესრულება ვერ...:) +3
3. ჰო პირველი კაი იყო...ბავშვობა...:-* შემდეგ გაზრდილები...წითელვაშლნაჭამები...-...გასაგებია რასაც გულისხმობს ავტორი, მაგრამ შესრულება ვერ...:) +3 ჰო პირველი კაი იყო...ბავშვობა...:-* შემდეგ გაზრდილები...წითელვაშლნაჭამები...-...გასაგებია რასაც გულისხმობს ავტორი, მაგრამ შესრულება ვერ...:) +3
2. მომეწონა. +++ მომეწონა. +++
1. პირველი ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, მერე სიბრძნეები და ალეგორიები რომ დაიწყო, მომწყინდასავით :)
პირველი ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, მერე სიბრძნეები და ალეგორიები რომ დაიწყო, მომწყინდასავით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|