ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ბერო
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2013


ვნებების ღამე

ღამე რომელიც ეკვროდა ქალაქს
და ანათებდა მთვარით მკვდარ ქუჩებს,
ის ღამე იყო, ვინც ქმნიდა საბაბს,
დასძალებოდნენ ტუჩები ტუჩებს...
ის ღამე იყო, როცა ვნებები
გადარეულან ერთი მეორეს...
და ქმნიდნენ ტრფობით,
ლტოლვით გაჟღენთილ,
სისხლის და ოფლის უძირო მორევს...
და იყო წამი-ჟამი მეფობის!
დედა-ბუნების ხელი ერია...
ზოგან ტირიან... ზოგან კვდებიან..
აქ კი, ცხრა თვეში, შობას ელიან!
აქ ჩაისახა იმ გულის ძგერა,
ის სული, წმინდა, აქ ჩაისახა,
რომელიც ნიშნავს მომავლის ბგერას,
ხვალინდელ იმედს, ყოფის ნიადაგს!
ის ღამე იყო ლურჯი, ალალი
და ანათებდა მთვარით მკვდარ ქუჩებს...
მეცხრე თვის დამდეგს, თვალი, ნათალი,
შეშინებული არჩევდა შუქებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები