ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იკა-ბერო
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2013


გაუშვით, იწვიმოს...

მერე რა, თუ წვიმს?
განა წვიმაში არ კვდებიან?
განა წვიმაში არ იბადებიან?
(არამც თუ სიცილია რთული,
ცრემლიცაა ნებადართული...)
განა არაა რომანტიული?
თან თუ დასჭექა კოკუსპირული...
ელვაში ელვა როდესაც ტყდება,
აი სწორედ მაშინ ღრუბლები წყდება
და იწყება ის, რაც ასველებთ
რაც აბერებთ და აფერებთ
ერთმანეთს და არა მარტო..
თან სველდება პალტო, მანტო...
ეხლა გრუხუნი? ელეგანტურად!
საშიშად და სპეტაკურად!

შუშაზე ასობით ცრემლი იღვრება
თუმცა კი ყველა გასწვრივ იყურება..
წვიმის შემდეგაც ასეა ყველა,
წვიმის შემდეგაც გულებში ბნელა,
მაგრამ მაინც ეშინიათ ამ წვიმის,
ხოლო შემოდგომა ისე არ იწვის...
ისე არ კივის არც გაზაფხული,
როგორც უთოვლოდ გამოზამთრული..
მაშ რაღატო ეშინიათ? გაურბიან?
ქუჩები ქოლგებს ვეღარ აუდიან!
რატომ? იმიტომ რომ სველდებიან...
მასე ფანჯრებიც სველდებიან..
მაგრამ ხომ არსად გარბიან!
ებრძვიან იმ დარდიან
სევდიან ცრემლებს(თუ წვეთებს?)
მიხვდით, რომ წვიმას ვერ შეაფერხებთ?
მერე რა...თუ წვიმს?
გაუშვით, იწვიმოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები