ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამაზ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2013


4 ლექსი

მწუხარების საათი


ირგვლივ სიჩუმე და დუმილია,
სადღაც შორს ისმის მწარე გოდება,
გულში ჩამესმის ხმა იდუმალი,
ეს სიზმარია თუ მოგონება.
ვით საპნის ბუშტი ისე გაქრება,
ეს უდარდელი, ლაღი ცხოვრება,
ოხრად დარჩება ეგ ყველაფერი,
დროსტარება და სიამოვნება.
ამევსო გული დარდით, ნაღველით,
სიცოცხლე ისევ ოდნავ ანთია,
მსურს ვიარსებო იმ სიხარულით,
ჩემს საქართველოს გარს რომ არტყია.





* * *


გრძნობავ ჩემო უკანონოვ
და მორჩილო სხვისი,
ვეძიო და უნდა ვნახო
შენი დასაწყისი.
ამოვხსნა და დავამტკიცო
გასხვისება მისი.
დავთმობ კიდეც თუ ამისა
შევიქენი ღირსი.



* * *


მე პოეტი არ გახლავართ -
არც აკაკი... არც ილია,
ამის დამწერს თუ იკითხავთ -
ქალაქ ფოთში გაზრდილია.


* * *

იდეებს ბადებ, გრძნობებს მიზღუდავ,
დაკეტე ჩემი გულის კარები,
როგორ შემხვდება, როგორ მიმიღებს
შენი უღრუბლო ზეცის თვალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები