ავტორი: free_levani ჟანრი: პოეზია 6 დეკემბერი, 2013
ჩვენ ვიბადებით
სითბო არ არსებობს. არც სიცივე. არ არსებობს სიცარიელე, უჰაერობა. არსებობს უშენობა, როგორც აკვარიუმიდან დაღვრილი წყალი. არ არსებობს ტკივილი, არც გაყუჩება. არსებობს უშენობა და შენთან ყოფნა. როგორც დილის სიზმარი და გაღვიძება. ჩვენ არ ვარსებობთ, არსებობს სივრცე მიჯნებს მიღმა და ვიბადებით. საზღვრებს იქით, სამანებს იქით ჩვენ ვიბადებით, ხელს ნუ გამიშვებ!