ზაფხულის ჩვეული დღე იდგა, პარიზში მზე ისე აცხუნებდა, რომ ასვალტის გზას ცხელი ოხშივარი ასდიოდა და აქა იქ მიმავალი მანქანა თუ დაარღვევდა სიცხისგან შეგუბებული ჰაერის სიმყუდროვეს, ბატონი ჯოან ბერნარი კი ოფისში იჯდა და თავისთვის რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, ხანდახან თუ უნებურად გააქნევდა თავს და თავისთვის რაღაცას ჩაიბუტბუტებდა, ამ დროს კი ზარმა დარეკა და მისი მდივნის ქალბატონი ჟანას მჭექარე ხმა გაისმა, - ბატონო ჯოან თქვენთან კორესპოდენტია მოსული და გასაუბრება სურს, შემოვუშვა?! - ვაა?! შემოუშვი, შემოუშვი ამ დროს კარი გაიღო და კოხტა ტანის, გაბურძგნული თმით, კეთილი გამომეტყველებისა და მომხიბვლელი გამოხედვის მქონე გოგონა შემოვიდა, რომელმაც ბატნ ჯოანს თავისი დიდი ყავისფერი თვალები გამჭოლად მიანათა. - გამარჯობათ! ოდნავ ბოხი და ცოტა ხრინწიანი ხმით წარმოთქვა მან ჯოანს ვითომც და აქ არაფერიაო, გამარჯობა გამარჯობაო, ხელით ანიშნა დაჯექიო და ისევ თავის საბუთებს დაუწყო კირკიტი.. გოგონა მორცხვათ იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავისი დიდი და ჭკვიანი თვალებით აქეთ იქით დაიწყო ყურება, ჯოანმა თავი აწია და: - აბა გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?! - მე, ჟურნალ “სიმართლის” რედაქტორის ასისტეინტი და ინგლისური ენის თარჯიმანი ქეთევან ქერაშვილი გახლავართ, რომელსაც დამავალეს, რომ თქვენგან ინტერვიუ ავიღო. -ჰმ, საქართველოდან ხართ? - დიახ 3 წელია რაც აქეთ ვარ ჩემს მეგობარს ჩამოვყევი და უკვე 2 წელია რაც ჟურნალში ვმუშაობ. - მსმენია საქართველოზე, ლამაზი ქვეყანააო ამბობენ, განთქმული ღვინითა და სტუმართმოყვარეობით - კი და ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო... - ხოო.. მე ამ სატელეკომუნიკაციო კომპანიის მფლობელი და გენ. დირექტრი ჯოან ბერნარი გახლავართ…....
- თქვენ ბატონო ჯოან როგორც ვიცი წლებია ამ კომპანიას უდგეხართ სათავეში და ძალიან მაინტერესებს როგორ ახერხებთ ამას? რომ კომპანიას არაერთი პარტნიორი ყავს, ასევე 5000 ზე მეტი თანამშრომელი და ყველა ერთგულად გემსახურებათ, ნუთუ არავის უღალატია თქვენთვის? ჯოანი ჩაფიქრდა და კითხვა კითხვითვე დაუბრუნა, - ქალბატონო ქეთევან თქვენთვის უღალატიათ ოდესმე? - რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი წეღან, რომ ვახსენე ჩემს აქ შეძენილ დაქალთან მღალატობდა და ვიცი, რომ ეს საშინელი გრძნობაა, რომელსაც 1 თვეა რაც დავშორდი... ჯოანი ჩაფიქრდა, ცოტახანს დამელოდეო უთხრა: გარეთ გავიდა ცოტახანში რაღაც საბუთები შემოიტანა, სადაც ეწერა, რომ კომპანიის მთელ წილს მასზე აფორმებდა და ასევე მის მთელ პირად ქონებას, გოგონა გაოგნებისაგან შეიშმუშნა, გაწითლდა და გაკვირვებულმა კითხა, - ეს რას ნიშნავს? - არაფერს ქალბატონო ქეთევან, მთელ ჩემს ქონებას შენ გჩუქნი, რაცას მე მთელი წლები შევალიე, მაგრამ ეს არაფერია ჩემთვის და ეხლა გთხოვთ ხელი მოაწეროთ, მე უკვე მოვაწერე და ყველაფერი წესრიგშია შეგიძლიათ გადახედოთ Gგაოგნებისაგან ქეთევანს ენა ჩაუვარდა, ვერ მიხვდა ბატონი ჯოანი ეშაყირებოდა, თუ მართლა სთავაზობდა მთელ თავის ქონებას, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია, არა და ჯოანს იმაზე მეტად მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, ვიდრე თავიდან პირველივე შეხედვისას... გოგონამ არ იცოდა რა ეთქვა, სიხარულისგან განცვიფრებულიყო თუ გაოგნებისგან ეყვირა, მაგრამ ფაქტი კი ის იყო, რომ ადამიანი, რომელიც პირველად გაიცნო თავის მთელ ქონებას სთავაზობდა, როდესაც მისთვის “ჭიანი კამფეტიც” კი არავის უჩუქნია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ის კი არა და მისმა მეგობარმა ბიჭმა ოქროს ყელსაბამიც კი “დაულომბარდა” მის დაქალთან ერთად “კორსიკაზე”, რომ “ეგულავა”... - აბა რას ფიქრობთ ჩემ შემოთავაზებაზე? - არ ვიცი რა გითხრათ?! - არაფერი ხელი მოაწერეთ და ყველაფერი დამთავრდება... - კი მაგრამ რატომ? - იმიტომ, რომ ასე მინდა მე ეხლა, ოღონდ ეს ჩვენს შორის უნდა დარჩეს, მინიმუმ 1 თვე და მაქსიმუმ 2, კომპანიას ისევ მე ვმართავ მფლობელი კი შენ იქნები, შევთანხმდით? - გოგონამ გაკვირვებულმა და გაოგნებულმა ინსტიქტურად მოაწერა ხელი ყველა საბუთს და რომ დაამთავრა, ჯოანმა გაუღიმა და უთხრა: - ახლა კი მინდა შენს შეკითხვაზე ამომწურავად გაგცე პასუხი: - მინდა გითხრა, რომ როდესაც გღალატობენ ეს ცუდია, მაგრამ ვინც გღალატობს იმ ადამიანს უნდა მისცე ის ყველაფერი რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია, ის უნდა გრძნობდეს, რომ შენზე უკეთესს ვერსად ნახავს და მისთვის ყველაფერს გააკეთებ, ქონება, ფული და სხვა მატერიები Fფასს დაკარგავს და ის უსათუოდ შენი ერთგული იქნება, აი ასე ვცდილობდი შემენარჩუნებინა ამდენ ხანს ჩემი კომპანია და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ჩემს გვერდითაა, მაგრამ შევცდი რადგან, ისინი უკვე არა მე, არამედ ჩემს ანგარიშის ნომრებსა და ციფრებში აღმიქვავენ და ყველა სულმოუთქმელად ელოდება როდის დავლევ სულს, მე კი “კიბო” მჭირს და 1 თვეში ცოცხალი აღარ ვიქნები, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ქონება შენ გადმოგცე, ახლა კი ერთს გთხოვთ, მე რომ აღარ ვიქნები ცოცხალი, გთხოვ ეს სიტყვები ყველას გადასცე: “ მე თქვენ მთელი ცხოვრება მოგიძღვენით და სანაცვლოდ ერთგულების მეტი არაფერი მომითხოვია, მაგრამ ის უკანასკნელიც არ მარგუნეთ, ამიტომ ვინც სხვას ღალატობს ის საკუთარი თავის მოღალატეა” - ახლა კი თუ არ შეწუხდებით დამტოვეთ გთხოვთ... და ჯოანმა ქეთევანს საბუთები მიაჩეჩა.., ქეთევანი გაოგნებული გავიდა კაბინეტიდან ისე, რომ არაფერი უთქვამს... 1 თვე და 2 კვირა იცოცხლა ბატონმა ჯოანმა, ხოლო, როცა ყველამ გაიგო, რომ ჯოანმა თავისი ქონება გაასხვისა და ახალი მესაკუთრის ვინაობაც გაიგეს, ქეთევანის სახლს მიაწყდა მთელი არმია ნათესავებისა და მათ შორის მისი ყოფილი მეგობარი ბიჭი, რომელმაც გაიგო თუ არა მისი “სატრფოს” სიმდიდრის ამბავი პირველი გაეშურა სახლისაკენ, იმ იმედით რომ ჩემ ქეთუშას მაინც ძალიან ვუყვარვარ და შემირიგდებაო, სახლის კარი შეაღო და მაგიდაზე თაბახის ფურცელი დახვდა, სადაც დიდი ასოებით ეწერა: “მე თქვენ მთელი ცხოვრება მოგიძღვენით და სანაცვლოდ ერთგულების მეტი არაფერი მომითხოვია, მაგრამ ის უკანასკნელიც არ მარგუნეთ, ამიტომ ვინც სხვას ღალატობს ის საკუთარი თავის მოღალატეა”.. პატივისცემით თქვენი ჯოანი...
ამ დროს კი ქეთევანს უკვე გარიგება დიდი ხნით ადრე ქონდა დადებული, ჯოან ბერნარის კონკურენტ ფირმასთან რომელმაც მთელი მისი ქონება ხუთასი მილლიონ ევროდ შეიძინა და ქეთევანიც არხეინად პარიზი - თბილისის თვითმფრინავის ბიზნეს კლასის სალონში იჯდა... საღამოს 6 ის ნახევარი იყო როდესაც თბილისის აეროპორტიდან გარეთ გამოვიდა, ამ დროს გაახსენდა, რომ სახლში ვერ დაბრუნდებოდა და ის კადრები დაუდგა თვალწინ, თუ როგორ ტუტუცურად წამოვიდა სახლიდან, ყველას ეჩხუბა, ერთი უღირსი ადამიანის გამო, რომელთან ერთად პატარა ბავშვივით პარიზში გაიქცა, როგორ დაკარგა ძვირფასი ნათესავები და მისი საყვარელი მეგობრები, ამ ფიქრებში გართულს კი ერთი თავისი ძველი ნაცნობი გაახსენდა, რომელსაც ერთ დროს ძალიან უყვარდა ქეთევანი, ქეთევანი კი მას სულ არასერიოზულად აღიქვამდა და არაერთხელ უტკენია გული სხვა კაცების გამო, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ 3 წლის წინ დაემშვიდობა და სიცილით უთხრა “აბა მე მივდივარ და შენ არაფერი გააფუჭოო” ეს იყო ერთერთი კომპანიის იურისტი დავით ქევხიშვილი.. ქეთევანმა ძლივს გაიხსენა მისი ნომერი და დაურეკა: - დათო გამარჯობა, აბა ვინ ვარ თუ მიხვდები? - ვაიმე კი როგორ არა შენ ხმას რა დამავიწყებს ქეთევან - სად ხარ? როგორ ხარ? ან და საიდან გაგახსენდი? - აქ ვარ თბილისში, აეროპორტში, შეგიძლია მომაკითხო? - კი წამოვალ ეხლავე... დავითი ტაქსით მიუახლოვდა და რა ქეთევანს, მანქანიდან გადმოვიდა, ძველ მეგობარს გადაეხვია და თავისი დიდრონი ხელები ისე მაგრად შემოჰხვია ბეჭებზე, რომ ძვლებმა ტკაცატკუცი დაიწყეს. - როგორ გამხდარხარ? საფრანგეთში არაფერს გაჭმევდნენ? - კი როგორ არა, მაგრამ რა ვიცი... - კარგი დაჯექი წავიდეთ, სახლში მიგიყვან, ქეთევანს უნდოდა ეთქვა სახლში არაო მაგრამ ყელში თითქოს ბურთი გაეჩხირაო და ხმა ვერ ამოიღო უჩუმრად დაჯდა მანქანაში. - უუფ როგორ ცხელა, რამდენი ხნით ჩამოხვედი? ალბათ არდადეგებზე ხო? - არა სამუდამოდ.. - ხოო ძალიან კარგია, შენი “პარისი” სადაა? (ასე ეძახდნენ მის ყოფილ მეგობარს რომელმაც ქეთევანს დიდი ტკივილი მიაყენა) - არაა - ანუ? - რა ანუ? მართლა რა ბოთე ხარ ! ვსე დავშორდი წამოვედი მისგან... - უი ძალიან ვწუხვარ, რატომ? - ეგ შენი საქმე არაა! გრძელი ამბავია და როცა ხასიათზე ვიქნები მერე მოგიყვები... - კარგით თქვენო აღმატებულებავ, უკაცრავად, რომ შეგეკითხეთ - შენ მაინც ვერ გაიზარდე ხო ამ 3 წლის განმავლობაში?! დავითს არაფერი უთქვამს უბრალოდ გულიანად გადაიკისკისა, როგორც იცოდა ხოლმე... ცოტა ხნის მდუმარების შემდეგ, - დათო, რაღაც მინდა გითხრა: - აბა გისმენ?! - ჩემ სახლში ვერ დავბრუნდები, თან არც ფული მაქვს, რომ სასტუმრო ან სხვა რამე ვიქირაო და იქნებ დამეხმარო? - აა, გასაგებია, არაა პრობლემა, ჩემთან წავიდეთ, დედაჩემი 1 წელია რაც ცოცხალი აღარაა და სახლში სულ მარტო ვარ, მართალია პატარაა, მაგრამ 2 ადამიანს გვეყფა… - უი რა მითხარი ძალიან ვწუხვარ, - ხოო დღესაც ჭკუაზე არ ვარ... - ცუდია, ძალიან მეწყინა - აი მოვედით! - შემოდი, უწესრიგობისთვის ბოდიშს გიხდი, თითქმის არ ვცხოვრობ აქ, მარტო დასაძინებლად მოვდივარ, ხან სამსახურში ვათენებ... - მშიერი და დაღლილი იქნები, დაისვენე მე მანმადე ჩემ საფირმო კერძს მოგიმზადებ, შემწვარი სტეიკი კვერცხით. ქეთევანი მადიანად შეექცეოდა სადილს, თან გულში ეღიმებოდა და ფიქრობდა ისევ ისეთი ტუტუცი ბავშვია და საჭმელების გაკეთება მართლაც, რომ კარგად უსწავლია, ნეტა ტორტებიც თუე სე მაგრად დაამხეცაო? ამ ფიქრებში იყო, რომ დათომ სიჩუმე დაარღვია - იცი რა მაინტერესებს? - რა? - 3 წლის მანძილზე ერთხელ მაინ ცარ გაგხსენებივარ? - გულწრფელად-არა და აფერისტულად-კი, გაუღიმა ქეთევანმა დათოს - ხოო, მე დღედაღამე შენზე ვფიქრობდი, როგორ იყავი? რას აკეთებდი? ან და საერთოდ რა გინდოდა ცხოვრებაში?, ვიცი ეხლა დამცინებ და მეტყვი, ხო აბა სულ მაგაზე ფიქრით იკლავდი თავსო, მაგრამ მასე არაა დამიჯერე... - ნუ გეშინია არ გეტყვი, დავრწმუნდი, რომ შენ ყველაზე ნაკლებად აფერისტი ხარ, ჩემს გარშემომყოფებთან განსხვავებით. - ანუ აფერისტი მაინც ვარ ხო? და დათოს გულიანად გაეცინა - კიი!! რატომ არ გამაჩერე? რატომ არ მითხარი, რომ გიყვარდი? - რატომ და შენ იცი რა გრძნობაა როდესაც თვალსა და ხელს შუა გღალატობენ? - კიი, საშინელებაა, მაგრამ შენ გეცადა და მოგეცა ყველაფერი რაც გაგაჩნდა - მე ისედაც ყველაფერი მოგეცი შენ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი ცხოვრება და ის დრო იყო რომელსაც შენ გითმობდი, სხვა მეტი მე არაფერი გამაჩნდა ძვირფასი, მთელი ცხოვრება სიღარიბეში და გაჭირვებაში გავატარე, შენ კი არასერიოზულად აღმიქვამდი და თვალსა და ხელს შუა მღალატობდი, მაგრამ იცოდე ვინც მე მღალატობს ის საკუთარი თავის მოღალატეა, ამ დროს ქეთევანს ბატონი ჯოანის სიტყვები გაახსენდა და თავისი ლამაზი თვალები ცრემლით აევსო, მაგრად ჩაეხუტა დათოს და ტირილნარევი ხმით უთხრა: - მაპატიე თუ ოდესმე გული გატკინე, ეს ყველაფერი ჩემმა სიამაყემ და ამპარტავნებამ ჩამადენინა რასაც ძალიან ვნანობ, გპირდები არასოდეც გიღალატებ და იცოდე, რომ არ გასულა არცერთი დღე შენზე არ მეფიქროს, უზომოდ მიყვარხარ, რადგან ყოველთვის ისეთს მაფასებდი და როგორიც ვიყავი და ისეთი გიყვარვარ როგორიც ვარ... დავითს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ხელით სახეზე სანთელივით ჩამოღვენთილი ცრემლი მოწმინდა გაუღიმა და დასაძინებლად გაეშურა, ქეთევანი კი უკან გაჰყვა მას... * * * დილით დავითს ბანკიდან დაურეკეს და ანაბრის გახსნა შესთავაზეს, დავითს გაეცინა, რადგან მისი ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ ტანსაცმლის საყიდლადაც არ ყოფნიდა ხოლმე, გაკვირვებულმა ჰკითხა: - ხომ არ მაშაყირებთ? - არა რას ბრძანებთ ბატონო დავით ეს ესაა თქვენს სახელფასო ანგარიშზე 500 მილიონი ევრო დაირიცხა და ანაბარზე ხო მარ არ გსურთ მაგ თანხის შემოტანა? დავითი გაშრა არაო მკვახეთ უთხრა და ტელეფონი გაუთიშა, გვერდით გადაბრუნდა უნდოდა ქეთევანისთვის ეთქვა ვაიმე მემგონი ცუდად ვარ სიხარულისგანო და მიფერებოდა და ჩახუტებოდა, მაგრამ ქეთევანი ლოგინში აღარ იყო. ცოტახანში კი დავითის ტელეფონმა დარეკა და ქეთევანის მშვიდი ხმა გაისმა, საყვარელო დიდი მადლობა წუხანდელი ლამაზი ღამე, რომ მაჩუქე, მე შენ ის გაჩუქე რაც ყველაზე ძვირფასად მიმაჩნდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შენ ხარ და შენს თავს არავის დავუთმობ.. დავითს სიხარულისგან ენა ჩაუვარდა, არ იცოდა რა ეთქვა - ვიცი ვერაფერს ფიქრობ ეხლა - ისევ გაქ ოცნებად პარიზის ნახვა? - კი - ხო და იჩქარე ეხლა ფული გამოიტანე და აეროპორტში გელოდები ბილეთები უკვე დავჯავშნე, მე კი მეზიზღება ეგ ქალაქი, მაგრამ შენი ხათრით კიდევ ერთხელ ვნახავ, თან რაღაც საქმე მაქ მოსაგვარებელი, ეხლა ნურაფერს მკითხავ წინ დიდი გზა გვაქ და გზაში აგიხსნი ყველაფერს დავითს არაფერი უთქვამს ქეთევანისაკენ გაეშურა გახარებული, გზაში ქეთევანმა დავითს ყველაფერი მოუყვა თუ რა გადახდა მას 3 წლის მანძილზე და ეხლა მთელი თავისი სიცოცხლის გატარება დავითთან ერთად უნდოდა, პარიზში ჩასვლისას ქეთევანი პირველად ბატონი ჯოანის საფლავისკენ გაეშურა და დიდი მადლობა გადაუხადა, რომ ამ დიდრონმა და მკაცრი მზერის გამომეტყველების კაცმა სულ რამდენიმე წუთში ცხოვრებაზე დააფიქრა, სწორ გზაზე დააყენა და მას თავისი ცხოვრების არსი აპოვნინა. დავითი კი ბედნიერ კაცად თვლიდა თავს, რადგან მან თავისი საყვარელი ადამიანი დაიბრუნა, ქეთევანთან ერთად საფლავის წინ ბალახზე იჯდა მის გაბურძგნულ თმებში თავის კოტიტა თითებს ასრიალებდა და ეფერებოდა...
ცხოვრება ოკიანის ტალღებს ჰგავს, ხან ზევით მოექცევი ხანაც უფსკრულში დაგანარცხებს და გშთანთქავს, მთავარია სულით არ დაეცეთ და ადამიანობა არ დავკარგოთ. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს გარშემომყოფებს მთელი ჩვენი ცხოვრება მივუძღვნათ, სანაცვლოდ კი არაფერი მოვითხოვოთ და თუ მაინც ვინმემ გვიღალატა და გული გვატკინა, ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ კი არა, არამედ საკუთარ თავს ღალატობენ და ტკენს გულს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ქეთევანი თუ ბუტიკებში იცვამდა ხო რას ამბობ :))))))) ქეთევანი თუ ბუტიკებში იცვამდა ხო რას ამბობ :)))))))
2. ღალატი ძალიან ძნელია. ღალატი ძალიან ძნელია.
1. ბოლო აბზაცი... :|
დავითი რომ სექენდ ჰენდის ხშირი სტუმარი იყო ეგ რატომ არაა აღნიშნული :)) ბოლო აბზაცი... :|
დავითი რომ სექენდ ჰენდის ხშირი სტუმარი იყო ეგ რატომ არაა აღნიშნული :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|