ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბონვივანი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2013


ალბორადა

ალიონზე
მზის ამოსვლა-
ბაცი სიო, ცივი ჩერვარო,
თეთრსხივოსანი ქარიტების სერენადა-აპოთეოზი!
ფიქრები შენზე, მხოლოდ შენზე-დაუმთავრებლად, ისევ რეპრიზა,
(ავლოსის ჰანგი, ზოგჯერ ცივი ბემოლები-კვლავ იდილია,)
და ლეიტონის ქმნილების დარი-(შენ ევრიდიკე, მე-ორფეოსი......)

ფილომელა,
გალობს ფეერით,
გრძნობების ლავა, გეიზერები,
მოფარფატე ამურების ლისელები-მაკროკოსმოსი!
გარდასახვა, ტრანსფორმიზმი-დაუმთვარებლად, ისევ რეპრიზა,
ფრენა, ნირვანა -(პათოგენური მაჟორები - დომინანტები),
უსასრულობით გალაქტიკაში-(შენ ვითარც მარსი, მე კი-ფობოსი.....)


ალბორადა-ბაცი სიო, ცივი ჩერვარო, თეთროსანი ქარიტები-აპოთეოზი!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები