ჟოან ბეტი, მე თქვენ გიძღვნით ამ სიბერეს. ჯაზია. ფრაკი მამაჩემის ნაქონია მოვაჭრეთა ქუჩასავით გავიბერე. Nat King cole .. ქარვისფერი აგონია
და თრიაქი , დაღონება შესაფერი. დედის წერილს ნუღარ ელი, ჯინი არის. გადახუხე, "პარიზელო შინაბერა" ! თორემ ვკვდები, მე ასეთი ჯინიანი
შევაკვდები მწვანე მინდვრებს ან ღამეთა მხცოვანება დამადუმებს. თურმე კედი, ისე მოკვდა აღარავის ადარდებდა, ნიავს მისცა ბოლო ღერი სიგარეტი.
მაგრამ თმები რახანია ქარში არის, რახანია ღმერთი მთებში წავიდა. შემოდგომის დიდ სევდათა ნაშიერი აქ ვარ. აქ ვარ. აქ ვარ დასაბამიდან
შენი სუნთქვის, შენი მზერის. და ჰენესი ახლა მინდა , თუკი მსურდა ოდესმე . მე არ ვიცი სიკვდილი და დანებება, მინდა მთებით, ქარით, წვიმით მოგდევდე .
ხელებია, შორეული ქრისტეს მიწა, თუ ყველასგან მოხურული კარი. Nat king cole .. ფინალი. მე შენ დაგიცავ, მოვდიოდი, შენ იყავი დედამიწა, მოვდიოდი, წინ გხედავდი ჩემს საფიცარს მოვდიოდი და ვერ მოვასწარი .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მშვენიერი შემოქმედების პატრონი ბრძანდებით ავტორო. კარგია რომ დაბრუნდით. :))
მშვენიერი შემოქმედების პატრონი ბრძანდებით ავტორო. კარგია რომ დაბრუნდით. :))
11. შესანიშნავია!!!!! მმოვიხიბლე!!!!!!!!!!!!!! შესანიშნავია!!!!! მმოვიხიბლე!!!!!!!!!!!!!!
9. კარგი ხარ ავტორო სიტყვის ევპატორო
კარგი ხარ ავტორო სიტყვის ევპატორო
7. "მე არ ვიცი სიკვდილი და დანებება, მინდა მთებით, ქარით, წვიმით მოგდევდე ."
++
სიკეთე თქვენდა "მე არ ვიცი სიკვდილი და დანებება, მინდა მთებით, ქარით, წვიმით მოგდევდე ."
++
სიკეთე თქვენდა
5. იგრძნობოდა =)
თან ჰგავდი, თან არ ჰგავდი იგრძნობოდა =)
თან ჰგავდი, თან არ ჰგავდი
4. მაგარია...!
წარმატებები ;) მაგარია...!
წარმატებები ;)
2. კარგი ბიჭია ჯუბა , კარგი ლექსებით 555 ! კარგი ბიჭია ჯუბა , კარგი ლექსებით 555 !
1. ჯაზია, ჯინით და ჰენესით!
თუმცა, სხვა ლექსები უფრო მომწონს ამ ავტორის.
ჯაზია, ჯინით და ჰენესით!
თუმცა, სხვა ლექსები უფრო მომწონს ამ ავტორის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|