 | ავტორი: ტერე ჟანრი: პოეზია 14 დეკემბერი, 2013 |
სულში დამიმწუხრდა, მახრჩობს თეთრი კვამლი, მთვარემ შუაზე გაყო შავი მედიანა, თავი შემოდგომით მაშინ მოვიკალი, როცა გაზაფხული მომესევდიანა. შენში უჩემობა ვეღარ დავატიე, სუნთქვით მოვილოცე სივრცის ნაპირები, წუხელ ცისფერი მზე წითლად დავამტვრიე და დღეს დედამიწით თამაშს ვაპირებდი. მთებზე ფეხშიშველი ვიყავ ასული და თქვენი ჯოჯოხეთის განა მეშინოდა, სევდამ ჩამომკაწრა აწმყოს წარსული და ჯვარი დავიწერეთ მე და შეშლილობამ. დარდით დამეწყრილმა სუფთა რვეულივით, ღამეს დავათიე ზეცა სისხლიანი, მიწას ყელში ვეცი გადარეულივით, სული გავუხადე ლურჯად ნისლიანი. შენ ჩემს გვირილებით მუდამ ოცდებოდი, დღეს კი აღარ მინდა სისხლით დატირება, მე მარადისობის გზებზე ვოცნებობდი და ფერეიდანის სუნთქვა მატირებდა. ტანზე შემომერღვა სივრცის მთლიანობა, ლოცვით მეფერება წმინდა საროველი, მინდა გავიხადო ადამიანობა, როგორც დახეული სევდის სამოსელი. სულში დამიმწუხრდა და მზეს ვეკიდები, მთვარემ შუაზე გაყო შავი მედიანა, როგორ არ მოვიკლა თავი გეკითხები, როცა გაზაფხული მომესევდიანა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ტიტე, დავით, არავითარი წყენა, მეგობრებო. პირიქით ))))) ტიტე, დავით, არავითარი წყენა, მეგობრებო. პირიქით )))))
7. ეს არ არის პოეზია, მხატვრულად შეგიძლიათ პროზით გადმოცეთ ეს არ არის პოეზია, მხატვრულად შეგიძლიათ პროზით გადმოცეთ
6. სიმართლე გითხრათ, ცალკეული სტრიქონები ძლიერია, თუმცა მთლიანობაში ლექსმა ემოცია ვერ მოიტანა და ბუნდოვანი შთაბეჭდილება დატოვა.
იმედია, არ მიწყენთ კომენტარს :)
სიკეთე ყველას! სიმართლე გითხრათ, ცალკეული სტრიქონები ძლიერია, თუმცა მთლიანობაში ლექსმა ემოცია ვერ მოიტანა და ბუნდოვანი შთაბეჭდილება დატოვა.
იმედია, არ მიწყენთ კომენტარს :)
სიკეთე ყველას!
5. მე პოეტებს ვერ გასწავლით, ტერე, უბრალო მოკვდავის თვალებით დანახულის ვთქვი :)
დღეგრძელობა და წარმატებები. მე პოეტებს ვერ გასწავლით, ტერე, უბრალო მოკვდავის თვალებით დანახულის ვთქვი :)
დღეგრძელობა და წარმატებები.
4. ჟადენ, პოეტები თავს არ იკლავენ კარგო...ტექსტი ოდენ თვალით არ იკითხება ))) ჟადენ, პოეტები თავს არ იკლავენ კარგო...ტექსტი ოდენ თვალით არ იკითხება )))
3. არეულია, ბევრი ბუნდოვანი ფრაზაა. - სუნთქვით მოვილოცე სივრცის ნაპირები, წუხელ ცისფერი მზე წითლად დავამტვრიე...
სევდამ ჩამომკაწრა აწმყოს წარსული და...
დარდით დამეწყრილმა სუფთა რვეულივით, ღამეს დავათიე ზეცა სისხლიანი,
შენ ჩემს გვირილებით მუდამ ოცდებოდი,
და ისა, დამიჯერეთ, გაზაფხულის მოსევდიანებია არაა თავმოსაკვლელი მიზეზი,თუნდაც პოეზიის დონეზე :)
არეულია, ბევრი ბუნდოვანი ფრაზაა. - სუნთქვით მოვილოცე სივრცის ნაპირები, წუხელ ცისფერი მზე წითლად დავამტვრიე...
სევდამ ჩამომკაწრა აწმყოს წარსული და...
დარდით დამეწყრილმა სუფთა რვეულივით, ღამეს დავათიე ზეცა სისხლიანი,
შენ ჩემს გვირილებით მუდამ ოცდებოდი,
და ისა, დამიჯერეთ, გაზაფხულის მოსევდიანებია არაა თავმოსაკვლელი მიზეზი,თუნდაც პოეზიის დონეზე :)
2. ჯონათან, მადლობა რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს ))) ჯონათან, მადლობა რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს )))
1. მედიანა ნეტავ ისევ ისაა, რაც მე მაქვს ნასწავლი სკოლაში თუ ახლა სხვა რამეს ქვია ასე? :)
მახსოვს ამ ავტორის პირველი ლექსიც (აქ) და ისევ ის პრობლემაა, ჩემი აზრით- ცუდად აწყობილ პაზლს გავს, ცალკეული ფრაგმენტები რომ მშვენიერია და მთლიანობაში ვერ ხვდები რაა.
მედიანა ნეტავ ისევ ისაა, რაც მე მაქვს ნასწავლი სკოლაში თუ ახლა სხვა რამეს ქვია ასე? :)
მახსოვს ამ ავტორის პირველი ლექსიც (აქ) და ისევ ის პრობლემაა, ჩემი აზრით- ცუდად აწყობილ პაზლს გავს, ცალკეული ფრაგმენტები რომ მშვენიერია და მთლიანობაში ვერ ხვდები რაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|