მე ვიცი ისევ შევხვდებით ამ დროს, იანვრის სუსხში თოვლიან ღამეს, ნათელი ციდან დაფანტულ ფიფქებს მინდა,რომ ჩვენი შეხვედრის სწამდეთ. მე ვიცი ისეც გამიღებ კარებს, იანვრის სუსხში გამითბობ ხელებს, გაყინულს მკლავებს შემომხვევ ურცხვად, ჩემთვის დახატავ სინათლის ფერებს. მე ვიცი შენში დავრჩები მუდამ, მე ვიცი ჩემით დაიწყებ ფიქრბს, სანაპიროზე ჩაივლი სევდით, ფუნჯით მოხატავ მეტეხის სივრცეს. იქნება მტკვართან ჩამოჯდე დღესაც, ან ნარიყალას ესტუმრო ისევ, იქნებ სიონში ევედრო ხატებს, და მე ვისმენდე საყვარელ სიტყვებს. მე ვიცი ისევ შევხვდებით ამ დროს, ვიცი გაყინულს მიპოვნი სუსხში, გამითბობ მჯერა გაყინულ სხეულს, არ მიმატოვებ დარდში და მწუხრში, მე ვიცი ეს დღეც დადგება ჩემთვის, იანვრის მშვიდ და თოვლიან ღამეს, ნათელი ციდან დაფანტულ ფიფქებს მინდა,რომ ჩვენი შეხვედრის სწამდეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არაუშავს.
წარმატებები არაუშავს.
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|