ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
16 დეკემბერი, 2013


გუგნებდა სამყარო

გუგნებდა სამყარო, მზის სხივი თვალს მჭრიდა, თავში ისეთი ხმა მესმოდა თითქოს ვიღაც ჩაქუჩს გამალებით ურტყამდა რკინის ნაჭერზე, ხმა კი უფრო ძლიერდებოდა და ჩქარდებოდა სანამ გულის არეში ძლიერი ტკივილი არ ვიგრძენი და....
თვალი, რომ გავახილე თავზე თეთრ ხალათში გამოწყობილი  გოგონა იდგა და იღიმებოდა, მე ვერ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს, ბუნდოვნად მესმოდა ექისიმს, საუბარი თუ რას ელაპარაკებოდა ექთან გოგონას, გოგონა კი ისევ ჩვეულად მიღიმოდა. როცა უკეთ მოვეგე გონს ექიმმა თეთრ თმაზე ხელი გადაისვა და ღიმილით მითხრა გულის შეტევაა მაგრამ გადარჩი მეგობაროო...
პირველად გულის შეტევა ათი წლის ასაკში დამემართა, როდესაც გამომეღვიძა დილის რვა საათი იყო, ლოგინი ჯერ კიდევ თბილი იყო და ისევ იგრძნობოდა ჩემი დედიკოს საოცარი სურნელი, ამ დროს კი ჩემი მეზობელი ციალა შემოვიდა და მითხრა, რომ დედაჩემს ამ დილით გამთენიისას ხუთ საათზე ინსულტი მოუვიდა და ექიმებმა ვერაფერი უშველეს და აი მაშინ ციალა დეიდას მეორედ მოუწია სასწრაფოს გამოძახება...
- ათი წლის ბავშვია გულის შეტევით ირინა ექიმო
- საოპერაციო მოამზადეთ ახლავე შემოვალ,
ღვთის წყალობით ოპერაციამ წარმატებით ჩაიაირა და პალატაში აცრემლებული ბებიაჩემი იდგა, სანდომიანი სახით მიყურებდა თუ როგორ მასმევდა მედდა წამალს თავისი თეთრი და ფითქინა ხელებით...
ამ ყველაფერს ვიხსენებდი, რომ გვერდიდან ვიღაცის გაბმული სიმღერა მომესმა
“ ჩემო ცისფერთვალებავ მოხატულო კალმითო შემიყვარდი მხოლოდ ერთი ნახვითოო”
მე გამეღიმა და გვერდით გავიხედე, ჩემს გვერდით კი ერთი ახალგაზრდა ბიჭი იწვა, დიდი ცისფერი თვალები ქონდა და პატარა მიჭყლეტილი ცხვირი, რომელსაც ხელით დროდადრო ისრისავდა, თან ნაცნობ სიმღერას წაუღიღინებდა
- ოხ, გამარჯობა ლოცვით გადარჩენილო ! თან თავისთვის ჩაიხითხითა
- გაგიმარჯოს, მივუგე მე და გამეღიმა მის ოხუნჯურ გამონათქვამზე.
- ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ, მარჯანიშვილის მოზარდმაყურებელთა თეატრის დამსახურებული არტისტი, ჯაბა ლაშქარაშვილი
- სოსო აბრამიშვილი, ჟურნალისტი, წარვუდგინე თავი მე
- უხ, შენ ხარ არა საშინელ სტატიებს რომ წერს ჟურნალისტურ გამოძიებებზე?
- კი მე გახლავართ,
- აბა ამჯერად ვინ გამოააშკარავეთ? სახელმწიფოს მტერი? თუ რომელიმე ბანდის მეთაური? სიცილით მითხრა და ისევ ისე ჩაიხითხითა, ოღონდ უფრო ხმამაღლა
- ამჯერად ერთერთი თაღლითი, რომელიც ბავშვთა კვების საშუალებებით ფულს ათეთრებდა და უხარისხო ნაწარმს ქმნიდა
- ოოო, შენ აღარ ხუმრობ ძამა !
მე არაფერი აღარ მითქვამს უბრალოდ გამეღიმა
- იცი მე ცოლმა მიმატოვა, თავს ვიკლავდი და გადამარჩინეს
მე გამეცინა, აღარაფერი მითქვამს, რადგან ძალიან ვიყავი დაუძლურებული...

- ესე, იგი უარს ამბობთ და მაინც გამოაქვეყნებთ ხომ მაგ სტატიას?
-კი
- ასი ათასს გადაგიხდით! დაფიქრდით, იცოდე!
- მე ჩემი შვილების მომავალს ფულზე არ ვყიდი
- კარგით ბატონო სოსო ! იცოდეთ ამას ინანებთ !
რომ, ვიხსენებ თუ ვინ იყო ეს ადამიანი, მისი სახელი და გვარი არ მახსოვს, არც მისი სახე, ის არავინ არ იყო და არაფერი...
დილით ისევ ნაცნობმა სიმღერამ გამომაღვიძა, მემგონი საკუთარ თავს უმღერის ვიფიქრე მე,
- ბატონო სოსო, ჩვენ თეატრს როდის უნდა ესტუმროთ?
- აქედან, რომ გავალ ვესტუმრები....
ამ დროს ექიმი შემოვიდა და მითხრა თქვენთან მნახველია, მე გამიკვირდა რადგან ცხოვრებაში სრულიად მარტო ვიყავი და არავინ და არაფერი გამაჩნდა, კარი რომ გაიღო და მომცინარი ჩემი ძველი შეყვარებული დავინახე, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობდა გული სიხარულით ამევსო,
- როგორ ხარ?
- აბა რა ვიცი ექიმებს, რომ კითხო 2 კვირა კიდე უნდა დაგაკვირდეთო არა და მე კიდე კარგად ვარ უკვე
- არაუშავს მალე გაგწერენ
- სახლში როგორ ხართ?
- იცი დედაჩემს შევურიგდი
- მართლა? ძალიან კარგი, აი ხომ ვამბობდი უყვარხართქო!
- ხო და მადლობის სათქმელად მოვედი,
- ესე, იგი მარტო მადლობის და მე სულაც აღარ გიყვარვარ ხო?
- კი იმაზე მეტად ვიდრე სკოლაში
- ხოო, იცი ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვერ გავრისკე, შენთან ცხოვრება, ასე მარტოსულად ყოფნა ვარჩიე...
- კარგი ახლა ამაზე არ გვინდა, დაისვენე
- კარგი, ხო რას ამბობდი? ესე იგი შენ და დედაშენი შერიგდით?
- კიი, ჩემი მამინაცვალი დაშორდა და...
- ხოო, იცი არ არსებობს დედა, რომელსაც საკუთარი შვილი არ უყვარდეს...
- ვითომ?
- არა მართლა !
- იცი დედაჩემის უკანასკნელი სიტყვები რა იყო?
- რა?
- “საბანი კარგად დაიფარე არ შეგცივდესო”, თვითონ კი მაგ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გარდაიცვალა, იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავზე ეფიქრა, ჩემზე ფიქრობდა...
ქრისტინამ ლოყაზე მაკოცა თბილი ტუჩები ქონდა, ცოტა უთრთოდა, მერე დამემშვიდობა და წავიდა, მე კი დავრჩი ისევ ჩემს მომღერალ მეზობელთან ერთად...
ორმა კვირამ მალე გაირბინა, საავადმყოფოს კარიდან, რომ გამოვედი კარებში ატუზული ქრისტინა შემეგება, გადამეხვია და მაკოცა, მანქანაში ჩამსვა და სახლში მიმიყვანა, მე ბედნიერი და გახარებული შევყურებდი მას, რადგან უწნდებურად ვგრძნობდი მის ზრუნვას და ალერსს, როგორც ჩემი დედიკო მეფერებოდა და მეალერსსებოდა ხოლმე, მე ხომ გულის სიღრმეში ის პატარა ათი წლის ბიჭი ვიყავი, რომელიც მარტოდმარტო დატოვეს....













კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები