ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანეთვალება
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2008


არმაგედონი

დ-ემონის ბრჭყალებში კანკალებს სამყარო,
ე-ლავს და ღრუბლებში ხარხარებს სატანა.
მ-ე და შენ ბედმა რომ ულმობლად გაგვყაროს,
ნ-ამდვილად არ ძალგვიძს ჩვენ
ა-მის ატანა.

მ-ინდა რომ დაბრუნდეს ლამაზი წარსული,
ე-ნძელა და ია ჩვენ ფერხთით გვეფინოს.

შ-ენ კი საბერძნეთში თუნდ იყო წასული
ე-ლოდეს ეს გული იმედით სასწაულს.
ნ-ეტავ, განმეორდეს ის ფერთა ციალი,

მ-ინდვრად პოდიუმი
ი-ა და ვარდისა. . .
ყ-აყაჩო სიწითლით ამაყობს – ტიალი,
ვ-ელად გაბნეულა, ვით ღმერთის ხალიჩა.
ა-მ აურზაურსა და ორომტრიალში
რ-ამდენი ლამაზი ოცნება ჩამკვდარა?!
ხ-რამში ჩაჩეხილა გრძნობა საფიცარი,
ა-ლბათ სიყვარულიც უეცრად გამქრალა. . .
რ-ა ძნელი ყოფილა ამდენის ატანა!..
           
  13.06.2000წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები