შენ საქართველო, ოდიდგანვე გერქვა ბედკრული, შენ მფარველობდი უბედოს და ყველა ბედიანს, არასდროს გაკლდა ხან ორგული, ხან კი ერთგული, მინდა გხედავდე ისე ძლიერს, ისე ერთიანს,
როგორც იმ დროში, როცა გვერდით გყავდა თამარი, როცა დავითი აშენებდა საფიცარ გელათს, როდესაც შენთვის თავგანწირვა იყო მთავარი, და ამარცხებდი შაჰს, ამირას, მეფეს თუ ბელადს..
შენ საქართველო, მოგშორდება ვიცი სვე ბედი, მოევლინები მტრის ურდოებს გრიგალად, ქარად, კვლავ იამაყებ გმირებით და მეფედ მეფეთი, თან გაბრძყინდები საბოლოოდ, მარად და მარად..
შენ საქართველო, ოდიდგანვე სისხლი გდიოდა, გწამდეს გაივლის ყველაფერი როგორც ხველება, მადლობა უფალს დაგვანათლა საიქიოდან, და წილად გვერგო შენს ენაზე ამეტყველება..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ავტორი: შოთა.ორდენიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:5 ავტორი: შოთა.ორდენიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:5
2. 5+ მოწონება კარგი ხარ! 5+ მოწონება კარგი ხარ!
1. "შენ საქართველო".
"შენ, საქართველო "
პუნქტუაციის არარსებობა აძნელებს კითხვას ))
გულიანი ნაწერია ! "შენ საქართველო".
"შენ, საქართველო "
პუნქტუაციის არარსებობა აძნელებს კითხვას ))
გულიანი ნაწერია !
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|