ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2013


წითელი თვალებით

მოდის უშენობა წითელი თვალებით,
მაშინებს.
ასეთი მზე იყო, თვალს ვერ ვუსწორებდით,
მაშინაც,
როცა გარიჟრაჟი შორს იყო,
ძალიან.
თაბორზე ავედით, გრძელი გზით,
ჩემი ბრალია.
მოდის უშენობა წითელი თვალებით.
წინა დღეც...
მთვარე მტკვარში რომ ჩავარდა,
გინატრე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები