ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დიაკონიძე
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2014


ჩვენს დიდ მამას

დაიჩოქე საქართველო, მამა მოდის,
შემოაცვდა ანაფორის კალთას ლხენა,
ჭმუნავს გული, სულს ატყვია ნატყვიარი,
ფეხქვეშ მიწა იისფერი კადრით ქრება.
სიონიდან მოტირალი ისმის ზარი,
ღვთის დედაა, სევდიანი, აფრქვევს ცრემლებს,
მძლავრობს მტერი, ერი ისევ იტანჯება,
გმირებს პატივს იმქვეყანად მიაგებენ.
დაუნგრიეს ჩვენს ერდოზე მერცხლებს ბუდე,
რომ მოფრინდნენ, მერე საით გაეშურონ?!
ბრძენი კაცი ათასობით ბარტყს აპურებს,
კვლავ მოიწვევს მშენებელს და კირითხუროს.
გასწით მთები, ერის მამა მობრძანდება,
მზემ ცხრა ფეხი აიკრიფა, მორცხვობს ძლიერ,
ბნელი ღამეც ოდესმე ხომ გათენდება,
ჩვენს სახლებში რწმენის ხატი გააბრწყინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები