 | ავტორი: ფაიმბრე ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ათეისტი უგუნურნი დაძრწიან და პარადობენ, ის კი ვერ გაურკვევიათ რა უნდათ ან რას ებრძვიან. თავისივე აზრებსა და თავის თავებს ღალატობენ, ყველაფერზე ერთს ამბობენ: რა არის და რა წესია?!
საქმე რომ გამოელიათ ათეისტის როლი ირგეს, ჰგონიათ რომ ეს ნიღაბი "არაორდინალურია." პატრიარქის ეპისტოლე გაკიცხეს და თან გარიყეს, მერე დასხდნენ ფეისბუქთან ცოლუკა და ქმარუნია.
თქვენი დედა მეცოდება, ან რა შვილი უნდა გყავდეთ, როცა ის ვერ გაგიგიათ რა ხურმა და რა მწიფეა. შური, ბოღმა, ცოდვა მაგრამ, ადამიანს მაინც ჰგავდეთ, მაგრამ თქვენი ათეიზმი მაინც ჩვენი ნაწილია.
და ეს უფლის გამოცდაა, რომელსაც ჩვენ ჩავაბარებთ, ჩაბარების პრინციპი კი განუწყვეტლივ შრომაშია. მაგრამ თქვენ ეს არც იცით და რომც იცოდეთ არ გადარდებთ, გზა განაგრძეთ უგუნურნო, ათეიზმი მოდაშია !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვერ დაგეთანხმებით, რომ ათეიზმი მოდაშია, საქართველოში პირიქით უფრო მგონია. ვერ დაგეთანხმებით, რომ ათეიზმი მოდაშია, საქართველოში პირიქით უფრო მგონია.
3. მე მომეწონა! მე მომეწონა!
2. კრიტიკული აზრის დაფიქსირება ათეიზმი არ არის. "ლექსის სათაურიდან" გამომდინარე შენც მოდას აყოლილი ხარ ;)
ვერ მოვიწონე, ვერც შინაარსობრივარ, ვერც სხვა მხრივ კრიტიკული აზრის დაფიქსირება ათეიზმი არ არის. "ლექსის სათაურიდან" გამომდინარე შენც მოდას აყოლილი ხარ ;)
ვერ მოვიწონე, ვერც შინაარსობრივარ, ვერც სხვა მხრივ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|