 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 20 ნოემბერი, 2008 |
ეს ლექსი შარშან დავწერე. მამა მეთერთმეტე წელია მენატრება, ვგრძნობ, რომ სადღაც, ჩემს ახლოს არის, მაგრამ რომ ვერ ვხედავ, ვერ ვეგუები დღემდე ამ ამბავს. ამიტომაც ძალიან იმოქმედა ჩემზე ირინკას, რ_ო_ის და თამარის ტკივილმა.
ღვთისგან ნაჩუქრად მიიღე, რაც მოგეცეს, ყოველ წამს მადლობა უთხარი გამჩენს, წვიმაც თუ ზეციდან ცეცხლად გადმოგექცეს, დაგწვას და მწირივით უქონელი დარჩე, ეგეც ღვთის წყალობად მიიღე, არ დაეცე და მადლობა ალალად შესწირე გამჩენს.
ნუ შეიყვარებ ამ სოფელს წამიერს, ცახცახა ფოთოლივით დროების მგზავრი ხარ, ყოველ წამს ბეწვის ხიდზე მოქანავე ათასჯერ გავლილ გზას ამაოდ გადიხარ. შემწედ და მეგზურად ღმერთი გეყოლება, თუკი არ ისურვებ ღმერთობას ხანდისხან.
ამ ცას,ამ მიწას ვერ გამოეკერები, წუთისოფლის მეფედ სხვა ვინ დარჩენილა, გახსოვდეს მიწა ხარ და მიწად მიიქცევი, სამყაროს მირაჟების მტვრიანი ნარჩენი ხარ. - ასე დამიბარა მაშინ მამაჩემმა, ამ სოფლის ბოლო წუთს ითვლიდა რომელიც, - არ შეგაშინოსო კაცთა განაჩენმა, მთავარი სამსჯავრო უფალთან მოგელის. მისგან ნაჩუქრად მიიღე ყველაფერი, მოგეცეს ცხოვრების ლხენად თუ სატანჯველად, გახსოვდეს, გაუძლებს ვინც სოფლის სიავეს, საუკუნო ცხონებისთვის გადარჩება... ასე დამიბარა მაშინ მამაჩემმა, სიკვდილის მოუსწრო როცა განაჩენმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. მძიმეა! მომწონს+7 მძიმეა! მომწონს+7
19. ეხ222222222222222 ეხ222222222222222
17. კაი, არ ვიტყვი არაფერს. კაი, არ ვიტყვი არაფერს.
13. მარმარილოდან მიცქერენ მკვდრები, მამავ, ისევ შენს საფლავთან ვდგავარ, ეს მე ვარ - შენი ცოცხალი ძეგლი და უთარიღო საფლავის ქვა ვარ.
თენგო ავსაჯანიშვილი. მარმარილოდან მიცქერენ მკვდრები, მამავ, ისევ შენს საფლავთან ვდგავარ, ეს მე ვარ - შენი ცოცხალი ძეგლი და უთარიღო საფლავის ქვა ვარ.
თენგო ავსაჯანიშვილი.
12. გენაცვალეეეე.
5 გენაცვალეეეე.
5
11. ზოგჯერ ვხვდები, რომ ,მამა, რომ არ მყავდეს, მაშინ არავინ მინდათქო... ვცოდავ ხო?
რაც შეეხება დანაბარებს, მე პირიქით მეუბნება, მიდი მამი ბოლომდეო :))
ზოგჯერ ვხვდები, რომ ,მამა, რომ არ მყავდეს, მაშინ არავინ მინდათქო... ვცოდავ ხო?
რაც შეეხება დანაბარებს, მე პირიქით მეუბნება, მიდი მამი ბოლომდეო :))
10. შენს ტკივილს ჩემიც შეუერთე.. შენს ტკივილს ჩემიც შეუერთე..
9. ძალიან, ძალიან ჩემია... 10 ძალიან, ძალიან ჩემია... 10
6. ლამაზი ლექსია, ეკა... და დიდტკივილიანი... ფორუმში გაიხსნა სპეციალური თემა "ტკივილიანი მოგონებები"...
ანუ: ფორუმი---> ...და სხვა -----> ჯერ ეს იყოს -----> ტკივილიანი მოგონებები
ასეთი წერილები და ლექსები - იქ განვათავსოთ-ხოლმე... იქ, იმ გვერდზე ერთმანეთის ჭირსა და ტკივილს გავიზიარებთ... გაზიარებული ტკივილი კი - გაცილებით ადვილსატარებელია! ლამაზი ლექსია, ეკა... და დიდტკივილიანი... ფორუმში გაიხსნა სპეციალური თემა "ტკივილიანი მოგონებები"...
ანუ: ფორუმი---> ...და სხვა -----> ჯერ ეს იყოს -----> ტკივილიანი მოგონებები
ასეთი წერილები და ლექსები - იქ განვათავსოთ-ხოლმე... იქ, იმ გვერდზე ერთმანეთის ჭირსა და ტკივილს გავიზიარებთ... გაზიარებული ტკივილი კი - გაცილებით ადვილსატარებელია!
5. "სიკვდილის მოუსწრო როცა განაჩენმა." - :( "სიკვდილის მოუსწრო როცა განაჩენმა." - :(
4. გაიხარე ეკატერინე. მართლაც დიდი ტკივილია... გაიხარე ეკატერინე. მართლაც დიდი ტკივილია...
3. მამაჩემი კი იტყოდა ხოლმე: მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო და მართლაც ეგრეა... მეც ძალიან კარგი მამა მყავდა, ნამდვილი ქრისტიანი, ახლა როცა მის ასაკს ვუახლოვდები ,უფრო მეტად ვგრძნობ,რა ახალგაზრდა წავიდა. პატრას მასწავლიდა ვეფხისტყაოსანს ,მაშინ 800 წლის იუბილე მზადდებოდა შოთა რუსთაველის და ისე ნათლად მახსოვს.... ეჰ:( კიდე ბურთი გაეჩხირებოდა ხოლმე ყელში: "ჰე, ხეებო, დაუკარით ტაში, ვტირივარ!" ეხლა მეც დავიწყე... მამაჩემი კი იტყოდა ხოლმე: მართალი კაცი ქვაზე მაგარიაო და მართლაც ეგრეა... მეც ძალიან კარგი მამა მყავდა, ნამდვილი ქრისტიანი, ახლა როცა მის ასაკს ვუახლოვდები ,უფრო მეტად ვგრძნობ,რა ახალგაზრდა წავიდა. პატრას მასწავლიდა ვეფხისტყაოსანს ,მაშინ 800 წლის იუბილე მზადდებოდა შოთა რუსთაველის და ისე ნათლად მახსოვს.... ეჰ:( კიდე ბურთი გაეჩხირებოდა ხოლმე ყელში: "ჰე, ხეებო, დაუკარით ტაში, ვტირივარ!" ეხლა მეც დავიწყე...
2. :( :( :( :( :( :( :( :(
1. დღეს სევდიანი განწყობა შემიქმნეს... ლექსი მომეწონა :) 10. დღეს სევდიანი განწყობა შემიქმნეს... ლექსი მომეწონა :) 10.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|